Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

გაუჩინარებული მეხანძრე გარდაცვლილი იპოვეს

გაუჩინარებული მეხანძრე გარდაცვლილი იპოვეს

ბელესის მთაზე, ფეხით მიუდგომელ ადგილას ნაპოვნი ცხედარი ანო პოროიონის სახანძრო სამსახურის 45 წლის მეთაურს, კონსტანტინოს გინისს ეკუთვნის.

protothema.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ცხედარს დაშლა აქვს დაწყებული, შესაბამისად რთული იყო მისი ადგილზევე იდენტიფიცირება, თუმცა ცხედართან ახლოს ნაპოვნმა მანქანამ, რომელიც გაუჩინარებულ კაცს ეკუთვნოდა არსებული ეჭვები გაამყარა.

შეგახსენებთ, რომ კონსტანტინოს გინისი სახლიდან 23 დეკემბრის დილას გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. 

სამართალდამცავმა ორგანოებმა გაუჩინარებული კაცის ძებნა ბელესის მთაზე იმიტომ დაიწყეს, რომ ის ხშირად მიდიოდა ხოლმე სალაშქროდ მთის ამ კონკრეტულ ნაწილში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *