Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ვინ არის ქალი, რომლის სიცოცხლეც ძლიერი წვიმის შედეგად წამოსულმა ნიაღვარმა იმსხვერპლა

ვინ არის ქალი, რომლის სიცოცხლეც ძლიერი წვიმის შედეგად წამოსულმა ნიაღვარმა იმსხვერპლა

მასწავლებელი და 1 შვილის დედაა 56 წლის ქალი, რომელმაც საკუთარი სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, 21 იანვარს ღამით ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე.

ძლიერი წვიმის შედეგად წამოსულმა ნიაღვარმა ანო გლიფადას ქუჩები მძვინვარე მდინარეებად აქცია. 

ქალმა გზის გადაკვეთა სცადა, რომ სახლამდე მისულიყო, თუმცა ის ნიაღვარმა გაიტაცა და გაჩერებული მანქანის ქვეშ შეაგდო. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილი მასწავლებელი იყო, რომელიც სკოლებსა და მოსამზადებელ ცენტრებში მუშაობდა.

“გუშინ ღამით ქალი, დედა და მასწავლებელი იყო ის ადამიანი, ვინც ბუნებამ წაგვართვა. ღრმა მწუხარებაშია ჩაფლული სრულიად ადგილობრივი მოსხალეობა და ძლიერ ტკივილს განიცდის გარდაცვლილის ოჯახი. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს. გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.” – აცხადებს გლიფადას მუნიციპალიტეტის პრესცენტრი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *