ახალი პირადობის მოწმობების გასაცემად განცხადება ელექტრონულად კეთდება
ახალი პირადობის მოწმობების გასაცემად განცხადება ელექტრონულად კეთდება
ძველი პირადობის მოწმობები 2026 წლის 3 აგვისტოდან ოფიციალურად უქმდება.
იმისთვის, რომ ახალი პირადობის მოწმობის მისაღებად ვიზიტი ჩანიშნოთ საჭიროა:
- განცხადების გასაკეთებლად ჩანიშნოს ვიზიტი იმ პოლიციის შენობაში, რომელიც საჯარო რეესტრში დაფიქსირებულ მის საცხოვრებელ უბანს ეკუთვნის.
- იმ შემთხვევაში, თუ საჯარო რეესტრში მოქალაქეს მონაცემები არ აქვს გატარებული, აუცილებელია ჯერ გაატაროს და შემდეგ შეავსოს განაცხადი.
- ელექტრონულად განცხადების ატვირთვის შემდეგ მოქალაქე იღებს შეტყობინებას email-ზე.
- ვიზიტის დღის შეცვლა, გაუქმება ან თავიდან დარეგისტრირება შესაძლებელია ვიზიტის დღემდე არაუგვიანეს ვიზიტამდე 1 საათით ადრე.
- ვიზიტის დღემდე მოქალაქეს ეგზავნება შეტყობინება, რათა არ დაავიწყდეს ჩანიშნული დღე, საათი და ადგილი.
•⁃იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე დაკარგავს პირადობის მოწმობას აუცილებელია გამცემ ორგანოს სატელეფონო ზარის მეშვეობით შეატყობინოს დაკარგვის ან ქურდობის ფაქტის შესახებ და მოითხოვოს ახალი ვიზიტის ჩანიშვნა პირადობის მოწმობის ხელმეორედ გასაცემად.
Facebook Comments Box
