პოლიციამ 2 მოხუცებული დააკავა
პოლიციამ 2 მოხუცებული დააკავა
ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა 2 მოხუცებულ ქალს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება, რომლთა დასამშვიდებლადაც პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.
კოზანის პოლიციამ ჩხუბის მონაწილეები ლასანის მოედანზე დააკავა. დაკავებულები 76 და 80 წლის ქალბატონები არიან.
შემთხვევის ადგილზე პოლიციის მისვლამდე ქალების გაშველებას ადგილობრივი მაცხოვრებლები ცდილობდნენ.
Kozanimedia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქალებს შორის შელაპარაკება ძველი პირადი გაუგებრობის გამო დაიწყო.
Facebook Comments Box
