Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

3500-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირია მოთავსებული 3 დახურულ ბანაკში

3500-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირია მოთავსებული 3 დახურულ ბანაკში

ჩრდილოეთ ეგეოსის ზღვის კუნძულებზე გაშენებულ 3 ბანაკში განთავსებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა, რომელთაც პოლიტიკური თავშესაფარი აქვთ მოთხოვნილი, 3500 სცდება.

ლეზვოსზე კარა ტეპეს დახურულ ბანაკში, ამჟამად 1158 ადამიანი ცხოვრობს, კუნძულზე ასევე 10 არასრულწლოვანი იძულებით გადაადგილებული პირიც იმყოფება.

კუნძულ ხიოსზე არსებულ ხალკიოსის ბანაკში კი 620 სრულწლოვანი და 11 არასრულწლოვანი პირია განთავსებული.

1731 ადამიანს ითვლის კუნძულ სამოსის დახურული ბანაკი.

შეგახსნებთ, რომ გუშინ კუნძულ ხიოსზე შემოსვლის მცდელობისას 14 ადამიანი დაიღუპა და ბევრი იძულებით გადაადგილებული პირი დაშავდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *