სალონიკის ცენტრში იოანნის კაპოდისტრიას ბიუსტს დადგამენ
სალონიკის ცენტრში იოანნის კაპოდისტრიას ბიუსტს დადგამენ
სალონიკის ცენტრში, ეგნატიასა და ხალკაონის ქუჩების კვეთაზე საბერძეთის პირველი მმართველის იოანნის კაპოდისტრიას ბიუსტის განთავსებას გეგმავენ.
ბიუსტის შექმნაზე მოქანდაკე ღეორღიოს კიკოტისმა იმუშავა.

ბიუსტი 2,20 მეტრის სიმაღლისა და 0,55 მეტრის სიგანის არის, დამზადებულია სპილენძისგან და მყარ მარმარილოს ფუძეზე დგას.
ბიუსტის განთავსების გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო სალონიკის მუნიციპალურმა კომიტეტმა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კი წინ უძღოდა ნამუშევრის მხატვრული სრულყოფილების კრიტიკის ხუთკაციანი კომიტეტის სხდომა, რომელმაც დაადასტურა ბიუსტის მხატვრულ-ესთეტიკური სრულყოფილება.

Facebook Comments Box
