ოჯახში ყველაფერი რიგზეა, სკოლაში ჰქონდა პრობლემები – აცხადებს 16 წლის ლორას მამა
ოჯახში ყველაფერი რიგზეა, სკოლაში ჰქონდა პრობლემები – აცხადებს 16 წლის ლორას მამა
“დრო სჭირდება რომ დამშვიდდეს. ვნახავთ მოისურვებს თუ არა დაბრუნებას.” – აცხადებს 16 წლის ლორას მამა, რომელიც მეუღლესთან ერთად გაუჩინარებულ შვილს 8 იანვრიდან ეძებდა.
ტელემაუწყებელ MEGA-სთან საუბრისას ლორას მამამ ხაზგასმით აღნიშნა: “პირველ რიგში უნდა დამშვიდდეს, უნდა ჩავიდე ბერლინში რომ შევხვდე და დაველაპარაკო. ნებას თუ მომცემენ ახლავე შემიძლია ჩავიდე და დაველაპარაკო, მაგრამ სოც.მუშაკმა მითხრა, რომ ჯერ უნდა დამშვიდდეს ლორა. ჯერ არ გვილაპარაკია. უნდა განვიხილოთ და გამოსავალი ვნახოთ. უნდა მითხრას უნდა თუ არა საბერძნეთში დაბრუნება. რთული გამოცდილება აქვს ამ ქვეყნიდან. უჭირდა როგორც ენის დაუფლება, ასევე სკოლაშიც ჰქონდა გარკვეული პრობლემები. ოჯახში ყველაფერი მწყობრში გვაქვს.”
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არასრულწლოვანმა განაცხადა, რომ არ აქვს არანაირი სურვილი კონტაქტი ჰქონდეს არც ბერძნულს სამართალდამცავ ორგანოებთან, არც მის მშობლებთან.
