Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კარისტიანიუმ გარდაცვლილ შვილს პირადი გვერდიდან პოსტი მიუძღვნა

კარისტიანიუმ გარდაცვლილ შვილს პირადი გვერდიდან პოსტი მიუძღვნა

ტემბის ტრაგედიის ერთ-ერთი მსხვერპლის, მართის დედამ, აწ უკვე პოლიტიკოსმა მარია კარისტიანუმ, შვილს სოც.მედიის პირადუ გვერდიდან პოსტი მიუძღვნა.

კარისტიანუმ თქვა ის, რისი თქმის უფლებაც საპროტესტო აქციაზე არ მისცეს:

“რისი თქმაც ვერ შევძელი დღეს დილით ახლა დავწერ. 23:18… ვწერ ზუსტად იმ დროს, როცა შენ სიცოცხლე მოგისწრაფეს. 

ჩემო საყვარელო შვილო მართი,

2023 წლის 28 თებერვალს დრო გაჩერდა და ჩვენ დაუნდობელი კორუფციის წინაშე აღმოვჩნდით.

დღეს ჩემო პატარა, არ ვდგავარ აქ როგორც დედა, რომელსაც უსამართლობა ახრჩობს, არამედ როგორც შენი ხმა, ხმა, რომლის ჩახშობაც სცადეს იმ საბედისწერო ღამეს. და ვწუხვარ, ვწუხვარ, რომ ვერ ვიგრძენი ის საფრთხე, რომელიც გემუქრებოდა, რომ ვერ ვიმოქმედე პრევენციულად. უნებლიედ იმ ქვეყანაში, რომელშიც არაფერი იცვლება იმ ღამემ ყველაფერი დრამატულად შეცვალა.

პირობას გაძლევ, რომ არასდროს დავიღლები, მოვივლი თითოეული სასამართლოს კარს, თითოეულ მოედანს, ევროპის თითოეულ კუთხეს, მაგრამ არ გავჩუმდები! სიმართლე აუცილებლად იზეიმებს და მისი სიკაშკაშე კორუფციის ნანგრევებში აი ჩაიკარგება. 

არანაირი კომპრომისი! მე კომპრომისზე არ წავალ. სამართლიანობის მოთხოვნა შურისძიება არ არის. ეს ჩემი ვალია შენს წინაშე, შენი ბოლო გამოხედვის წინაშე, რომლის ნახვაც ვერ მოვასწარი, შენი სუნთქვის წინაშე, რომელიც ხელებიდან წამართვეს.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *