Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთი

რატომ არ გამოვიდა სიტყვით კარისტიანუ ტემბის ტრაგედიის 3 წლისთავთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე

რატომ არ გამოვიდა სიტყვით კარისტიანუ ტემბის ტრაგედიის 3 წლისთავთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე

ტემპის ტრაგედიის მესამე წლისთავთან დაკავშირებით სრულიად საბერძნეთის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. სინდაღმას მოედანზე ასევე შეიკრიბნენ მოქალაქეები და მსხვერპლთა მშობლები, რომლებიც 57 დაღუპულისთვის სამართლიანობის აღდგენას ითხოვდნენ. აქციაზე სიტყვით არამხოლოდ მსხვერპლთა ოჯახის წევრები, არამედ სხვადასხვა ასოციაციების წარმომადგენლებიც გამოვიდნენ, თუმცა მარია კარისტიანუმ ვერ შეძლო საზოგადოებისთვის მიემართა.

მარია კარისტიანუმ აქციაზე 2 საათი დაჰყო, იქ მყოფებთან ისაუბრა, თუმცა ტრიბუნიდან სიტყვით არავისთვის მიუმართავს.

Kontra Channel-თან საუბრისას განაცხადა, რომ ტრიბუნაზე არ ასვლის მიზეზი მსხვერპლთა ოჯახების მხრიდან წამოსული წინააღმდეგობა გახდა: “ვიგრძენი, რომ არ უნდოდათ მესაუბრა. ჩემს შვილსა და ტემპის ტრაგედიასთან დაკავშირებულ პროცესებზე სასაუბროდ მივედი, მაგრამ დაახლოებით ორი საათის შემდეგ მივხვდი, რომ საორგანიზაციო კომიტეტს უკვე ჰქონდა შემუშავებული პროგრამა, რომელშიც ნათესავები და სხვადასხვა ასოციაციები გამოდიოდნენ. რატომღაც მათ არ სურდათ რომ მე სიტყვით გამოვსულიყავი.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *