პირეა: კორპუსის მე-5 სართულიდან ვარდნის შედეგად 17 წლის გოგონა გარდაიცვალა
პირეა: კორპუსის მე-5 სართულიდან ვარდნის შედეგად 17 წლის გოგონა გარდაიცვალა
ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე 17 წლის გოგონამ, რომელიც კვირას ღამით პირეაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადავარდა.
უბედური შემთხვევა ლაბრაკის ქუჩაზე დაფიქსირდა.
დაშავებული ძანიოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საავადმყოფოში მიყვანისას გოგონას ჯერ კიდევ აღენიშნებოდა სასიცოცხლო ნიშნები, თუმცა მძიმე დაზიანებების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საბედისწერო ღამეს გოგონა სახლში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
პოლიციამ დააკავა გარდაცვლილის დედა, რომლის წინააღმდეგაც საქმე ადამიანის გაუფრთხილებლობით მკვლელობის მუხლით აღიძრა.
Facebook Comments Box
