როდემდე შეძლებენ მშობლები ბავშვთა დახმარების მისაღებად განცხადებების გაკეთებას
როდემდე შეძლებენ მშობლები ბავშვთა დახმარების მისაღებად განცხადებების გაკეთებას
გასული პარასკევიდან, 27 თებერვლიდან, გახსნილია პლატფორმა A21, რომელზე რეგისტრაციაც შეუძლიათ მშობლებს, რომლებსაც სურთ ბავშვთა დახმარების მიღება.
აღნიშნული პლატფორმა ღია იქნება 2026 წლის 11 მარტამდე, საღამოს 6 საათამდე.
რეგისტრაციისთვის მშობლებს დასჭირდებათ taxisnet-ის კოდები, რომლითაც უნდა შევიდგნენ ΟΠΕΚΑ-ს გვერდზე. https://opeka.gr/oikogeneia/epidoma-paidiou-a21/ilektronikes-ypiresies/
დახმარების თანხა გამოითვლება 2026 წლის A21 განაცხადში დეკლარილებული არასრულწლოვანი ბავშვების რაოდენობიდან და ბენეფიციარების 2024 წლის საგადასახადო დეკლარაციის მიხედვით.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბავშვთა დახმარების მინიჭებისთვის აუცილებელ წინაპირობებს შორისაა: დამოკიდებული ბავშვების დასწრება სასწავლო პროცესის განმავლობაში სავალდებულო განათლების მისაღებად.
განცხადებაში უნდა ჩაიწეროს:
- სასწავლო დაწესებულების, სკოლის დეტალები
- კლასი, რომელშიც არასრულწლოვანი იღებს განათლებას, არასრულწლოვნის სარეგისტრაციო ნომერი.
რეგისტრაციის პირობებსა და დახმარებასთან დაკავშირებულ დეტალებზე ინფორმაციის მისაღებად დააკლიკეთ ბმულს.
