ავტოსაგზაო შემთხვევამ 25 წლის მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევამ 25 წლის მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა
დღეს გამთენიისას პოსიდონოსის გამზირზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ 25 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა.
პირეასკენ მიმავალ ნაკადში ალიმოს ტერიტორიაზე 5 ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს.
ძლიერი შეჯახების შედეგად 25 წლის ბიჭი სასიკვდილოდ დაშავდა, ხოლო კიდევ 2 ადამიანი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი, 23 წლის ჩეხეთის მოქალაქე, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სწორედ ის გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამოწვევის მიზეზი.
Facebook Comments Box
