Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

9 მარტს დაკითხავენ ყოფილ მეან-გინეკოლოგს, რომლის სახლიდანაც ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი ვიდეომასალა ამოიღეს

9 მარტს დაკითხავენ ყოფილ მეან-გინეკოლოგს, რომლის სახლიდანაც ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი ვიდეომასალა ამოიღეს

ორშაბათს, 9 მარტს დაკითხავენ ყოფილ მეან-გინეკოლოგს, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობისთვის დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პოლიციამ ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი ვიდეომასალა 82 წლის პენსიონერი ექიმის სახლის ჩხრეკისას ამოიღეს.

პოლიციელმა ათასობით ფოტო და ვიდეო მასალა იპოვა, რომლებშიც ბავშვებზე სექსუალური ძალადობის კადრებია ასახული.

კიდევ უფრო შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ ნაპოვნია თავად ბრალდებულის მიერ გადაღებული ფოტოები და ვიდეოები, რომლებშიც არასრულწლოვანი ბავშვები შიშველ და ნახევრად შიშველ მდგომარეობაში არიან გამოსახულნი.

ბრალდებული აცხადებს, რომ ეს ბავშვები მისი შვილიშვილები არიან.

სამართალდამცავი ორგანოების ყურადღება კაცმა მაშინ მიიქცია, როცა საბერძნეთის პოლიციას ინფორმაცია დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ამერიკის ეროვნულმა ცენტრმა მიაწოდა. ორგანიზაციამ პოლიციას შეატყობინა, რომ ბრალდებულის მისამართიდან იტვირთებოდა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემცველი მასალა ინტერნეტში და არსებობდა იმის საშიშროებაც, რომ პირს, რომელიც აღნიშნულ მასალას ტვირთავდა, უშუალო კავშირი ჰქონდა არასრულწლოვნებთან. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *