Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

დღეიდან მიტილინზე ბენზინგასამართი სადგურები მუშაობას წყვეტენ

დღეიდან მიტილინზე ბენზინგასამართი სადგურები მუშაობას წყვეტენ

დღეიდან განუსაზღვრელი ვადით დაიკეტება ბენზინგასამართი სადგურები კუნძულ ლეზვოსზე.

გაფიცვის გადაწყვეტილება 18 მარტს ღამით ბენზინგასამართი სადგურების დილერთა ასოციაციის საერთო კრებაზე მიიღეს.

“რეგულაციამ, რომელიც არ ვრცელდება ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომლებსაც გადამწყვეტი პასუხისმგებლობა აქვთ ომის დაწყებიდან საწვავის ფასების სწრაფ ზრდაზე, ჩვენი ინდუსტრია ფინანსურ კრიზისამდე მიიყვანა.

მომხმარებლების მიმართ აბსოლუტური პატივისცემით და ადგილობრივი საზოგადოების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობის სრულად გაცნობიერების საფუძველზე, ვაცხადებთ მუდმივ გაფიცვას 2026 წლის 19 მარტიდან, სანამ ჩვენი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.

კუნძულმა ლეზვოსმა, როგორც საზღვარზე მყოფი, არაერთხელ განიცადა კრიზისი და მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სექტორის შესუსტებას და გრძელვადიან მონაკვეთში კოლაფსს მასზე დრამატული გავლენა ექნება.” – აცხადებენ ასოციაციის წევრები.

გაფიცვის მთავარი მოთხოვნებიდან ერთ-ერთია:

  • 1 ლიტრ საწვავზე დაშვებული 0,12 ცენტი მოგების 0,20 ცენტამდე გაზრდაა, რაც რათქმაუნდა გამოიწვევს საწვავის ფასის მატებას.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *