კონსტანტინოს ვასალოს: მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ამიტომაც მყავს ბევრი ქალი მეგობარიც
კონსტანტინოს ვასალოს: მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ამიტომაც მყავს ბევრი ქალი მეგობარიც
კომუნიკაბელურად ახასიათებს საკუთარ თავს კონსტანტინოს ვასალოსი, რაც ხელს უწყობს ჰყავდეს ბევრი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მეგობარი. თუმცა იქვე იუმორნარევად აცხადებს, რომ მისი ქალი მეგობრები აუცილებლად შეუხედავები უნდა იყვნენ.
სატელევიზიო გადაცემა Survivor-ის ყოფილ მონაწილეს ფანის ლაბროპულოსმა ჰკითხა სჯერა თუ არა კაცსა და ქალს შორის მეგობრობის, რაზეც კონსტანტინოს ვასალოსმა უპასუხა: “არ “მაწყობს” პასუხი გავცე შენს კითხვას, რადგან ბევრი ქალი მეგობარი მყავს და თუ რამე ისე არ ვთქვი როგორც საჭიროა ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებენ. ძალიან კომუნიკაბელური ვარ და ბევრი ქალი მეგობარიც მყავს, უბრალოდ აუცილებელია ჩემი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მეგობრები შეუხედავები იყვნენ.”
კითხვაზე თუ როგორი ქალები მოსწონს უპასუხა: “მომწონს ათლეტური აღნაგობის, ნავარჯიშები ქალები. კონკრეტული ტიპი არ მყავს. უბრალოდ მოხიბლული ვრჩები მაშინ, როცა ნავარჯიშებ ქალს ვხედავ, რადგან ეს მანიშნებელია იმისა, რომ ის საკუთარ თავს და ჯანმრთელობას დროს და ენერგიას უთმობს.”
