Latest news
საჩუქრები ბავშვებისთვის, რომლებიც ყოველთვის ამართლებს 19 წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება როდემდე გასტანს წვიმიანი ამინდი საბერძნეთში საბერძნეთი: 23 აპრილს გიორგობა აღინიშნება მეტეორაზე მანდილების ჩვეულება გააცოცხლეს - იხილეთ მთამსვლელების ფოტოსურათები წმინდა გიორგის კლდიდან როგორ გამოიყურებოდა Google-ს ლოგო დედამიწის საერთაშორისო დღისთვის მეგობრებს შორის ატეხილი ჩხუბის შედეგად 19 წლის გოგონა ყელისა და თავის არეში მძიმე დაზიანებებით გადაი... ირაკლიო: ელევთერია იაკუმაკი გარდაცვლილი იპოვეს 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა ხუთშაბათიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
საზოგადოებასაბერძნეთი

პლაკიას: გავანადგურებ ყველას, ვინც სასამართლო პროცესზე ტყუილებით ჩემი შვილების ხსოვნის შელახვას ეცდება 

პლაკიას: გავანადგურებ ყველას, ვინც სასამართლო პროცესზე ტყუილებით ჩემი შვილების ხსოვნის შელახვას ეცდება 

ტემბის ტრაგედიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის დაწყებიდან რამდენიმე საათით ადრე ნიკოს პლაკიასი სოც.მედიაში გავრცელებული ანონიმური პოსტის ქვეშ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ გაანადგურებს ყველას, ვინც პროცესზე ტყუილებისა და ზღაპრების მოყოლით მისი შვილების ხსოვნის შელახვას შეეცდება.

იქვე პასუხობს სასამართლო პროცესის გარშემო ატეხილ აურზაურს და შეთქმულებების თეორიებს:
“მე არ ვიყავი, არ ვარ და არც არასდროს ვიქნები შენნაირი მშიშარა, პატარა კაცი, რომელიც ყალბ პროფილს მიღმა იმალება. აი რას ნიშნავს იყო მშიშარა, გრცხვენოდეს საჯაროდ გამოსვლის და საკუთარი აზრის დაფიქსირების!
ადრე ნიღბებს მტრების მოკავშირეები და ყაჩაღები ატარებდნენ.
ისევ ფეხზე ვდგავარ, დასახიჩრებული, მაგრამ მაინც ფეხზე ვდგავარ! და ვინც ხვალ, სასამართლო პროცესზე ჩემს წინაშე დადგება და ჩემი შვილების ხსოვნის შელახვას შეეცდება ტყუილებისა და ზღაპრების მოყოლით, მიწასთან გავასწორებ.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *