როგორ იმუშავებს ოჯახის ექიმის მიერ კერძო ექიმებთან გადამისამართების პრინციპი
როგორ იმუშავებს ოჯახის ექიმის მიერ კერძო ექიმებთან გადამისამართების პრინციპი
ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალისტ ექიმთან გადამისამართების სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით განმარტებებს იძლევა.
თავდაპირველი სისტემის თანახმად, სხვა ექიმებთან გადამისამართება მხოლოდ პაციენტის პირად ექიმს შეეძლო.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად კი მოქალაქე შეძლებს მიმართოს ნებისმიერ ზოგად ექიმს, იმ შემთხვევაში თუ პირად ექიმთან დაკავშირება ვერ ხერხდება, რომელიც პირველადი გასინჯვის შემდეგ გადაამისამართებს სპეციალისტ ექიმთან.
გადამისამართებულ ექიმთან ვიზიტი იქნება უფასო იმ პირობით, თუ პაციენტს ექნება მიმართვა პირადი ან ზოგადი ექიმისგან, რომელიც რეგისტრირებულია ეროვნული ჯანდაცვის სისტემაში ან ΕΟΠΥΥ-ში.
რეგულაციის მიზანია, პირველადი ჯანდაცვა გახდეს მოქალაქეებისთვის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის მთავარი მომსახურების წერტილი და მთავარი კარიბჭე, რაც უფრო რაციონალურს გახდის გადაუდებელი შემთხვევების მართვას გენერალურ საავადმყოფოებში და ამგვარად მოქალაქეებისთვის სხვა სპეციალისტ ექიმებთან ვიზიტების ხელმისაწვდომობაც გაზრდება.
