Latest news
ქსანთი: ლეფკოპეტრაში პონტოს ბერძნების გენოციდისადმი მიძღვნილი ძეგლი აღიმართა წვიმა და ჭექა-ქუხილი  აღმოსავლეთ და სამხრეთ საბერძნეთში  კირიაკი ღრივას სასამართლო პროცესი 2027 წლის თებერვლამდე გადაიდო საბერძნეთი: ჯანმრთელობის სფეროს რამდენიმე დაწესებულებაში დარღვევები გამოვლინდა კუნძულ კოსსა და სიროსზე ფსიქიკური ჯანმრთელობის 2 ახალი ცენტრი 2,8 მილიონი ევროთი დაფინანსდება ტების პროცესზე მოწმეები არ გამოცხადდნენ ΟΑΣΑ: ოქტომბრიდან ავტობუსის ხაზების რაოდენობა იზრდება გიორგოს მაზონაკისის დედა განცხადებას აკეთებს საბერძნეთის 6 რეგიონში შომადობამ 50%-ით იკლო იმედისმომცემი სიახლე 16 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
ოთხშაბათი, სექტემბერი 23, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

რა განრიგით გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგომას

რა განრიგით გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგომას

აღგომის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგში ცვლილებები შევა.

შაბათს, 11 აპრილს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას ღაის 11 საათამდე შეწყვეტს, ხოლო დღეს წითელ პარასკევს კი 12 საათამდე.

შესაბამისად მეტროს პირველი ხაზის მატარებლები 10 აპრილს გამთენიის 5:30 საათიდან 23:30 საათამდე ყოველ 10 წუთში ერთხელ გაივლიან.

მეორე ხაზის მატარებლები დილის 9 საათიდან შუაღამის 00:20 საათამდე ყოველ 7,5-10,5 წუთში ერთხელ გაივლიან, ხოლო მეტროს მესამე ხაზის მატარებლები კი დროის იმავე მონაკვეთში ყოველ 7-9 წუთში ერთხელ გაივლიან, ხოლო აეროპორტისკენ მიმავალი მატარებლები კი ყოველ 36 წუთში ერთხელ.

რაც შეეხება შაბათს, 11 აპრილს ავტობუსები ღამის 23:00 საათამდე შეწყვეტენ მგზავრები გადაყვანას. ივარაუდება, რომ ბოლო მარშრუტს ღამის 21:00 საათზე შეასრულებენ. შეგახსენებთ, რომ აეროპორტის ხაზი არ წყვეტს მუშაობას. 

მეტროს პირველი ხაზის მატარებლები დილის 6:00 საათიდან საღამოს 16:00 საათამდე ყოველ 10 წუთში ერთხელ გაივლიან, ხოლო დროის დანარჩენ მონაკვეთში 12,5-15 წუთში ერთხელ. ბოლო რეისს მატარებლები 22:00-23:00 მონაკვეთში შეასრულებენ.

მეტროს მეორე ხაზის მატარებლები დილის 9:00 საათიდან ღამის 21:30 საათამდე ყოველ 7,5-10,5 წუთში ერთხელ გაივლიან. ბოლო რეისს მატარებლები 22:00-23:00 მონაკვეთში შეასრულებენ.

რაც შეეხება მეტროს მესამე ხაზის მატარებლებს ასევე 7-10 წუთში ერთხელ გაივლიან და ამ შემთხვევაშიც ბოლო რეისი 23:00 საათამდე შესრულდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *