სააღდგომოდ უსახლკაროებს საქველმოქმედო ორგანიზაციამ საჩუქრები გადასცა
სააღდგომოდ უსახლკაროებს საქველმოქმედო ორგანიზაციამ საჩუქრები გადასცა
ათენის წმინდა არქიეპარქიის საქველმოქმედო ორგანიზაცია „აპოსტოლი“-მ დედაქალაქის უსახლკაროებს საჩუქრები გადასცა.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიების ფარგლებში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი სამოქალაქო თანადგომის მნიშვნელობას, რადგან ქუჩაში დარჩენილი ადამიანები ყოველდღიურად გადიან მათ წილ “გოლგოთას” სიცივეში, შიმშილში და სოციალურ იზოლაციაში. დღესასწაულების პერიოდში კი ოჯახური სითბოს ნაკლებობა და მარტოობის განცდა კიდევ უფრო მატულობს.
ქუჩაში დარჩენილი ადამიანების რიცხვში შედიან ნარკოდამოკიდებულები, ონკოპაციენტები, ყოფილი პატიმრები, რომლებიც მოედნებს, საჯარო დაწესებულებებს და სკვერებს აფარებენ თავს.
სასურსათო პაკეტები მოიცავს მყარ საკვებს, ტკბილეულს, წყალს და ხილის წვენებს. ზოგჯერ კი ჰუმანიტარულ დახმარებას თან ახლავს თეთრეული, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და პირადი ჰიგიენისა და მოვლის საშუალებები, რაც დამოკიდებულია ამინდის პირობებზე, გარემოებებზე და გაჭირვებულთა მოთხოვნებზე.
