Latest news
ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა ლიოსიონ: დააკავეს მძღოლი, რომელიც 16 წლის გოგოს დაეჯახა ორშაბათიდან მოსწავლეები საკლასო ოთახებს უბრუნდებიან როდის იწყება ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები  მირტოს მამა გულისამაჩუყებელ განცხადებას აკეთებს ლეზვოს: რძის პროდუქტების მწარმოებელი ქარხანები დაიკეტა დღე ჩემს ოთხფეხა მეგობართან: დავაკის მოედანზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განსაკუთრებული ღონისძიებე... დემოგრაფიული კრიზისი საბერძნეთში მეგონა ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა - რას ამბობს 26 წლის ბრალდებული მირტოზე
კვირა, აპრილი 19, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

ძილისმიერი აპნოე – რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით

ძილისმიერი აპნოე – რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით

ძილისმიერ აპნოეს სინდრომს ახასიათებს ღამით ძილში სუნთვის გაჩერება, სუნთქვითი ფუნქციის შეწყვეტა, რაც შესაძლოა 3 წუთამდეც კი გაგრძელდეს.

ამ დროს მცირდენა ტვინში ჟანგბადის მიწოდება, რის გამოც ადამიანი ნაწილობრივ ფხიზლდება. შეფხიზლების დროს კუნთების ტონუსი აღდგება და სუნთქვა ნორმალიზდება. ასეთი სინდრომი შესაძოა გამეორდეს 10-15 ჯერ საათში, რიგ შემთხვევებში კი ყოველ წუთს. ძილისმიერ აპნოეს, როგორც წესი ახლავს ძლიერი ხვრინვა და ღრმა ჩასუნთქვების სერია.

თავად სუნთქვის შეჩერებები არ არის სასიკვდილოდ საშიში, რასაც ვერ ვიტყვით იმ პროცესებზე რასაც ის “რთავს”. ამ მდგომარეობის შედეგები, თუკი სუნთქვის გაჩერება გრძელდება 10 წამს, საკმაოდ სერიოზულია რადგან იწვევს ჰიპოქსიას ანუ ჟანგბადის უკმარისობას.

ხვრინვა და აპნოე გავრცელებული აზრის მიუხედავად ყოველთვის არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ყველას ვინც ხვრინავს არ აღენიშნებათ სუნთქვის შეკავება, და პირიქით – აპნოეს მქონე ადამიანებიდან ყველა არ ხვრინავენ.

დიაგნოსტირება ხდება 3 ეტაპად. პირველი – სტომატოლოგის ან სომნოლოგის (ძილის სპეციალისტი) კონსულტაცია, რომელიც გამოავლეს დაავადების პირველად სიმპტომებს და აუცილებლობის შემთხვევაში გააგზავნის პაციენტს დამატებით კვლევებზე. შემდგომ ტარდება სპეციალური ტესტი, რომლის შედეგები საშუალებას იძლევა უფრო ზუსტად მოხდეს სუნთქვის შეკავებების დიაგნოსტირება.

თუმცა საბოლოო დიაგნოზი ისმება პოლისომნოგრაფიული კვლევების საფუძველზე, რომლის დროსაც პაციენტი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იძინებს. რიგ შემთხვევებში დაავადების გამოსავლენად საჭიროა რენტგენოლოგიური კვლევები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *