სალონიკი: 18 წლის ბიჭი რესტორანში მომხდარ ინციდენტზე საუბრობს
სალონიკი: 18 წლის ბიჭი რესტორანში მომხდარ ინციდენტზე საუბრობს
25 აპრილს საღამოს 18 წლის ბიჭმა ქალის სიცოცხლე იხსნა.
ქალს ლუკმა გადასცდა, ხოლო თოდორის ზაპრისმა კი ის ჰეიმლიხის მანევრის გამოყენებით იხსნა.
ბიჭმა პრესასთან საუბრისას განაცხადა:
“ჩემი სმენის დროს გადასცდა ლუკმა ქალს, რომელიც მეგობრებთან ერთად ვახშმობდა. ძლიერი ხველა აუტყდა. ყელში ჰქონდა გაჩხერილი საჭმელი. უფრო კონკრეტულად კი კრევეტი. როცა მივუახლოვდი გარს უკვე ჩემი კოლეგები ეხვივნენ და მისი მეგობრები. როგორც კი ჰეიმლიხის მეთოდი გამოვიყენე კრევეტი ამოვარდა ყელიდან და ჩვეულებრივად განაგრძო სუნთქვა. როგორც კი გონს მოვიდა მადლობა გადამიხადა. იმ მომენტში არც მიფიქრია, არც შემშინებია. ტვინმა დამოუკიდებლად და სპონტანურად იმოქმედა.”
18 წლის ბიჭი აცხადებს, რომ მომავალში უნდა მაშველი გამოვიდეს. უნდა, რომ შვეიცარიაში სათხილამურო კურორტზე იმსახუროს.
