Latest news
ადვოკატი ნანა აბულაძე – Lawyer Nana Abuladze ასტიპალეაში წყლის დეფიციტის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული დღეს ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს ვინ იყო წმინდა ირინე, რომლის სახელობის დღეც საბერძნეთში დღეს აღინიშნება მაკედონიის აეროპორტში Ryanair-ის ბაზის დაკეტვა იგეგმება მაფიოზური ქოლცენტრები, რომლებიც ბერძნებსა და ევროპელებს ძარცვავენ არ ვიცოდით რომ შშმ პირი იყო - აცხადებს 25 წლის ბიჭის დედა, რომელიც 17 წლის აუტიზმის მქონე ბიჭს ფიზიკ... ვინ არის კურიერი, რომელიც გამვლელებს ქვებს ესროდა 5 მაისიდან ტემპერატურის რადიკალური მატებაა მოსალოდნელი როდის აღინიშნება დედის დღე საბერძნეთში
სამშაბათი, მაისი 5, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

ვინ იყო წმინდა ირინე, რომლის სახელობის დღეც საბერძნეთში დღეს აღინიშნება

ვინ იყო წმინდა ირინე, რომლის სახელობის დღეც საბერძნეთში დღეს აღინიშნება

5 მაისს საბერძნეთში წმინდა ირინეს სახელობის დღე აღინიშება. გამომდინარე იქიდან, რომ სახელებისა და წმინდანების დღეებს საბერძნეთში განსაკუთრებით აღნიშნავენ დღევანდელ დღეს მილოცვებს იღებენ შემდეგი სახელების მატარებლები: 

  • ირინი, რენა, რინა, რინიო
  • რინულა, ირინა, ირინგო, რენია
  • ირინეოს, რენოს, ირინეა.

წმინდა ირინე პატარა სამეფოს, მიგდონიის (მაკედონია) მეფის ლიკინიუსისა და ლიკინიას ქალიშვილი იყო. ნათლობამდე მისი სახელი იყო პენელოპე. ლიკინიუსმა ქალიშვილს მდიდრული სასახლე აუშენა, სადაც ცხოვრობდა თავის აღმზრდელ კარიეასთან ერთად თანატოლებითა და მსახურებით გარემოცული. პენელოპესთან ყოველდღე მოდიოდა მასწავლებელი, სახელად აპელიანე და სხვადასხვა მეცნიერებას ასწავლიდა. აპელიანე ქრისტიანი იყო. სწავლების დროს იგი გოგონას უყვებოდა ქრისტე-მაცხოვარზე. როცა პენელოპე გაიზარდა, მშობლებმა გადაწყვიტეს მისი გათხოვება. ამ დროს უფალმა მას საოცარი ხილვა გამოუცხადა: მასთან მოფრინდნენ მტრედი ზეთისხილის რტოთი, არწივი გვირგვინით და ყვავი გველით. აპელიანემ პენელოპეს აუხსნა ამ ხილვის მნიშვნელობა: მტრედმა, რომელიც სახეა სათნოებათა – მორჩილებისა, სიმდაბლისა და უბიწოებისა, მოუტანა ზეთისხილის რტო – მადლი უფლისა, რომელსაც ნათლისცემით იღებს ყოველი ადამიანი. არწივმა – სულიერი სიმაღლის სიმბოლომ – მოართვა გვირგვინი, ბოროტ ძალებზე გამარჯვებისათვის უფლისაგან მოძღვნილი ჯილდო; ყვავმა კი გველი მოუტანა ნიშნად იმისა, რომ ეშმაკი ამხედრდებოდა მის წინააღმდეგ და მწუხარებასა და დევნილობას მოუტანდა წმინდანს. საუბრის ბოლოს აპელიანემ თქვა, რომ უფალმა პენელოპე გამოარჩია და მას ზეციური სასიძოსთვის ბევრი სატანჯველის დათმენა მოუწევს. პენელოპემ უარი განაცხადა ქორწინებაზე, მოინათლა წმნიდა პავლე მოციქულის მოწაფის, მოციქული ტიმოთესაგან და ეწოდა ირინე. მან მშობლების გაქრისტიანებაც მოინდომა. დედას უხაროდა შვილის მოქცევა. მამა თავიდან არ ეწინააღმდეგებოდა ქალიშვილს, მაგრამ შემდეგ მოსთხოვა, წარმართული ღვთაებებისათვის ეცა თაყვანი. როცა წმინდა ირინემ მტკიცედ უარყო მამის წინადადება, გამძვინვარებულმა ლიკინიუსმა ბრძანა, ქალწული შეეკრათ და გაუხედნავი ცხენების ფლოქვებქვეშ ჩაეგდოთ. ცხენები გაირინდნენ წმინდანის წინაშე, ბოლოს კი ერთმა აიწყვიტა, ლიკინიუსს მარჯვენა მხარი მოტეხა და ფეხებით გათელა. წმინდა ქალწული გაათავისუფლეს. მისი ლოცვით, ყველას თვალწინ, ლიკინიუსს ხელი გაუმრთელდა. ამ სასწაულის მხილველმა ლიკინიუსმა, მისმა მეუღლემ და 3000 ადამიანმა ირწმუნეს ქრისტე და უარყვეს წარმართობა. ლიკინიუსმა ქალაქის მართვას თავი დაანება, წმინდა ირინეს სასახლეში დასახლდა და სურდა იესო ქრისტეს მსახურებისთვის გადაედო თავი. წმინდა ირინემ ქრისტეს მოძღვრების ქადაგება დაიწყო წარმართთა შორის. ის ცხოვრობდა თავისი მასწავლებლის, აპელიანეს სახლში. ქალაქის ახალმა მმართველმა სედეკიამ დაიბარა წმიდა ქალწული და მოსთხოვა, მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. წმინდა ირინემ უშიშრად აღიარა ქრისტიანობა და განემზადა მოწამეობრივი ღვაწლისათვის. სედეკიას ბრძანებით წმინდანი ჩააგდეს გველებით სავსე ორმოში, სადაც 10 დღე გაატარა. იგი უვნებლად დაიცვა უფლის ანგელოზმა, რომელიც საზრდელს აწვდიდა მას. სედეკიამ ეს სასწაული ჯადოქრობას მიაწერა და ბრძანა, გაეხერხათ ქალწული. რკინის ხერხები ტყდებოდა და ვნებას ვერ აყენებდა წმინდა მოწამეს. ბოლოს, მეოთხე ხერხმა სისხლით შეღება მოწამის სხეული. სედეკიამ დაცინვით ჰკითხა წმინდანს: „სად არის შენი ღმერთი, რატომ არ გეხმარება?“ მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა, იელვა, იქუხა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა. სედეკიამ ახალი სატანჯველი განუმზადა მოწამეს, მაგრამ ღმერთმა კვლავ უვნებლად დაიცვა თავისი რჩეული. ხალხი აღშფოთდა, აღდგა სედეკიას წინააღმდეგ და ქალაქიდან გააგდო. მისი შემცვლელი მმართველებიც აწამებდნენ წმინდა ირინეს, მაგრამ ღმერთი კვლავ იცავდა მას. მისი ქადაგებისა და სასწაულების მხილველი ხალხი კი ქრისტიანდებოდა. წმინდა ირინეს მიერ მოქცეულ იქნა 10000 წარმართი. წმინდანი თავისი ქალაქიდან კალაპოლში გადავიდა და იქ გააგრძელა ქადაგება. ქალაქის მმართველმა ბაბადონმა შეიპყრო და აწამა ქალწული, მაგრამ, ღვთის ნებით თავადაც ქრისტიანობაზე მოექცა. მასთან ერთად ქრისტეს სჯული მიიღო მრავალმა წარმართმა. მათ ნათელ-იღეს წმინდა ტიმოთეს ხელით. ამის შემდეგ წმინდა ირინემ ქადაგებით მოიარა თრაკიის სხვა ქალაქები. ეფესოში მას უფალმა გამოუცხადა, რომ მოახლოებულია ამიერ სოფლისაგან მისი განსვლის ჟამი. წმინდა ირინე აპელიანესა და სხვა ქრისტიანებთან ერთად ქალაქიდან გავიდა, გამოქვაბულთან მივიდა, პირჯვარი გადაისახა, თავის თანმხლებლებს სთხოვა, დიდი ქვით დაეგმანათ შესასვლელი და შიგნით შევიდა. მეოთხე დღეს ქრისტიანები გამოქვაბულში შევიდნენ, მაგრამ წმინდანის ნეშტი ვერ იხილეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *