Latest news
კეფალონია: დააკავეს მძღოლი, რომელიც 4 წლის ბავშვს დაეჯახა Ryanair-ი განცხადებას მაკედონიის აეროპორტში ბაზის გაუქმებასთან დაკავშირებით 8 მაისს გააკეთებს მტვერი, ტალახიანი წვიმა და მაღალი ტემპერატურა - ამინდის პროგნოზი საბერძნეთში მომავლის მაღალანაზღაურებადი პროფესიები ღიორღოს მოსხურისი დიაგნოსტიკური ცენტრის წინ მოკლეს: დანაშაულის ადგილზე 54 ტყვია იპოვეს ცივი ხელები, თბილი გული - რამდენად შეესაბამება ექსპერტების დასკვნა გამონათქვამს საბერძნეთი: დააკავეს 4 ადამიანი, რომელსაც ცნობილი მაფიოზის მკვლელობაში ედება ბრალი ირლანდიური ავიახაზების წარმომადგენლებმა ბერძენ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს 7 აპრილიდან ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო ადგილობრივ და საზღვარგარეთ დაფუძნებულ ბერძენ ბიზნესმენ...
ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

Ryanair-ი განცხადებას მაკედონიის აეროპორტში ბაზის გაუქმებასთან დაკავშირებით 8 მაისს გააკეთებს

Ryanair-ი განცხადებას მაკედონიის აეროპორტში ბაზის გაუქმებასთან დაკავშირებით 8 მაისს გააკეთებს

სალონიკიდან დაინტერესებული მხარეები ირლანდიური ავიაკომპანიისგან ხვალინდელ ოფიციალურ განცხადებას ელოდებიან, რომელიც ნათელს მოჰფენს ავიაკომპანიების რეალურ განზრახვას Ryanair-ის ბაზის დახურვასთან დაკავშირებით.

ავიაკომპანიას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც ზაფხულის სეზონის დასრულების შემდეგ, კერძოდ ოქტომბრიდან ბაზის დახურვაზე ისაუბრეს. როგორც უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია Ryanair-ი არ ერიდება უეცარი გადაწყვეტილებების მიღებას და ჩვეულ პრაქტიკად იყენებს ევროპულ აეროპორტებში ბაზების დახურვასა და თავისი თვითმფრინავების სხვა ბევრად უფრო ეკონომიურ ბაზებზე გადატანას.

ავიაკომპანიის გადაწვეტილებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს ამჟამინდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობაც ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ზრდის გაურკვევლობას ავიაციის სექტორში საწვავის ფასებისა და შესაძლო დეფიციტის გამო.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *