Latest news
ციფრული ჯანდაცვა ფართოვდება — მოქალაქეებს სამედიცინო გამოკვლევებიდ შედეგებზე წვდომა უკვე მობილურიდან... ტრაგედია, რომელმაც საზოგადოება შეძრა - რა გახდა 17 წლის გოგონების თვითმკვლელობამდე მისვლის მიზეზი ტრაგედია ილიუპოლში: 2 არასრულწლოვანი კორპუსის სახურავიდან გადახტა რატომ ეძახიან ჰიპერტენზიას ჩუმ მკვლელს არასრულწლოვანთა დანაშაული - არის თუ არა რადიკალური ზომების გატარება გამოსავალი დღეიდან ტემპერატურა ეტაპობრივად იკლებს საჯარო მოხელეთა გაფიცვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგზე გავლენას არ მოახდენს საჯარო მოხელეების საპროტესტო აქცია დილის 10:30 საათზე დაიწყება 12 მაისი: ტემპერატურამ გაზაფხულისთვის შეუსაბამოდ მაღალ მაჩვენებელს მიარწია მიიღებენ თუ არა მონაწილეობას გაფიცვაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
საბერძნეთისამართალი

არასრულწლოვანთა დანაშაული – არის თუ არა რადიკალური ზომების გატარება გამოსავალი

არასრულწლოვანთა დანაშაული – არის თუ არა რადიკალური ზომების გატარება გამოსავალი

არასრულწლოვანთა პრობაციის ცენტრები და პრობაციის ოფიცრები ყოველდღიურად ცდილობენ, შეამცირონ დანაშაულის ფენომენი და ახალგაზრდებს საზოგადოებაში დაბრუნების შესაძლებლობა მისცენ. მათი საქმიანობა მხოლოდ სამართლებრივ კონტროლს არ მოიცავს. ეს არის მუდმივი ბრძოლა არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური, სოციალური და ქცევითი პრობლემების წინააღმდეგ.

„თავისუფლების ნაცვლად ვხედავთ გისოსებს, გარშემო კი ადამიანებს, რომლებიც ან ჩვენზე მეტად, ან კიდევ ნაკლებად არიან დამნაშავეები. შიში პირველი შეგრძნებაა, რასაც პრობაციის ცენტრში ფეხის შედგმისას განვიცდით,“  ასე აღწერს ერთ-ერთი არასრულწლოვანი პატიმარი გისოსებს მიღმა არსებულ რეალობას.

სპეციალისტების შეფასებით, არასრულწლოვან დამნაშავეთა დიდი ნაწილი იზრდება ძალადობრივ ან მძიმე სოციალური პრობლემებით დატვირთულ გარემოში. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები ცხოვრობენ ოჯახებში, სადაც ადგილი აქვს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას, ალკოჰოლსა და ნარკოდამოკიდებულებას. ასეთ პირობებში მოზარდები ხშირად კრიმინალური ქმედებებისკენ იხრებიან , როგორიცაა ქურდობა, ძალადობა თუ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება.

სწორედ ამიტომ, თანამედროვე მართლმსაჯულების სისტემაში სულ უფრო აქტიურად განიხილება კითხვა: უნდა ისჯებოდნენ თუ არა არასრულწლოვნები მკაცრი პატიმრობით, თუ მთავარი აქცენტი მათი რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის პროცესზე უნდა გაკეთდეს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანთა იზოლაცია ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს დანაშაულის პრევენციას. პირიქით, ციხის გარემო ხშირად კიდევ უფრო ამძაფრებს ფსიქოლოგიურ ტრავმას და ზრდის განმეორებითი დანაშაულის რისკს. ამის საპირისპიროდ, პრობაციის პროგრამები, ფსიქოლოგიური დახმარება, განათლება და პროფესიული გადამზადება ახალგაზრდებს ცხოვრების თავიდან დაწყების შანსს აძლევს.

დღეს, როდესაც პრობაციის ცენტრები არასრულწლოვნებით ივსება, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე მთავარი გამოწვევა რჩება შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც სასჯელთან ერთად მოზარდის გამოსწორებასა და საზოგადოებაში სრულფასოვან დაბრუნებასაც უზრუნველყოფს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *