ტრაგედია ილიუპოლში: 2 არასრულწლოვანი კორპუსის სახურავიდან გადახტა
ტრაგედია ილიუპოლში: 2 არასრულწლოვანი კორპუსის სახურავიდან გადახტა
საბერძნეთში, კერძოდ ილიუპოლიში ორი 17 წლის გოგონა ექვსსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადავარდა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაშავებული გოგონა თავდაპირველად ვულას საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი ტრავმატოლოგიურ კლინიკა „KAT“-ში გადაიყვანეს, სადაც ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.
პოლიციის ინფორმაციით, კორპუსის სახურავზე ერთ-ერთი გოგონას ზურგჩანთა იპოვეს. ჩანთაში წერილი აღმოჩნდა, რომელშიც ის თავისი ქმედების მიზეზებს განმარტავდა. გამოძიების ცნობით, მეორე გოგონაც მეგობართან ერთად გადახტა, თუმცა ამ დრომდე მისი წერილი არ არის ნაპოვნი.
როგორც გაირკვა, ერთ-ერთი არასრულწლოვანი სწორედ ამ კორპუსში ცხოვრობდა. გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, გოგონები ერთად ავიდნენ სახურავზე, საიდანაც მოგვიანებით გადახტნენ. სამართალდამცავებს სახურავის კარი ჩაკეტილი დახვდათ რაც მათ უჩენს ეჭვს, რომ ის თავად გოგონებმა ჩაკეტეს შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე.
გამოძიებას ილიუპოლის პოლიციის განყოფილება აწარმოებს. სამართალდამცავები აგრძელებენ გარემოებების შესწავლას და ცდილობენ დაადგინონ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები.
ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე, რომ საზოგადოებამ, სკოლებმა და ოჯახებმა მეტი ყურადღება მიაქციონ ახალგაზრდების ემოციურ მდგომარეობას, მხარი დაუჭირონ მათ და გაუწიონ დროული დახმარება.
