რას ითხოვენ შშმ პირების წარმომადგენლები
რას ითხოვენ შშმ პირების წარმომადგენლები
ძლიერი წვიმის მიუხედავად, შშმ პირების მშობლებმა დღეს, 23 მაისს პარლამეტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
მშობლები შშმ პირთა ასოციაციის წარმომადგენლებთან და მასწავლებლებთან ერთად უსაფრთხო და თანამედროვე განათლების სისტემის ჩამოყალიბებას ითხოვენ, რომელიც მათი შვილების საჭიროებების შესაბამისი იქნება.
აქციის მონაწილეებმა ისაუბრეს შშმ პირების გადაადგილებისთის შეუსაბამო ინფრასტრუქტურისგან წამოქმნილ პრობლემებზე, რომლებიც არამხოლოდ სწავლა განათლების მიღებაში, არამედ სახლიდან გასვლასა და სოციალიზაციაშიც კი უშლის მათ ხელს.
“ჩვენი შვილები აგრძელებენ სიარულს მათთვის შეუსაბამო სკოლებში, რომლებიც ხშირად საფრთხის შემცველიც კია. არცერთი ახალი სკოლის მშენებლობა არ არის დაგეგმილი. სკოლებს არ ჰყავთ საკმარისი მასწავლებლები, რომლებიც კვალიფიცირებულები იქნებიან შშმ პირებთან მიდგომაში და არც დამხმარე პერსონალი. მიუხედავად გამუდმებითი მოთხოვნებისა სახელმწიფო უყურადღებოდ გვტოვებს.” – აცხადებენ მშობლები.
