1 ივნისს სრულიად საბერძნეთი სულიწმინდობის დღესასწაულს აღნიშნავს
1 ივნისს სრულიად საბერძნეთი სულიწმინდობის დღესასწაულს აღნიშნავს
2026 წელს საბერძეთში სულთმოფენობის დღესასწაული ორშაბათს, 1 ივნისს აღინიშნება.
სულიწმიდის მოფენა ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.
სახარების თანახმად, იერუსალიმში ქრისტეს მოწაფეებზე სულიწმიდა ცეცხლის ენებად გადმოსულა და მოციქულებს შესძენიათ უნარი ქრისტიანობა ექადაგათ სხვადასხვა ენაზე, სხვადასხვა ხალხში და მოეხდინათ სასწაულები.
ტრადიციულად, სულთმოფენობის დღესასწაულზე ეკლესიები მწვანით უნდა შეიმოსოს. ტაძარი შიგნიდან ირთვება ყვავილებით, ფოთლებითა და აყვავებული ტოტებით. ძირს კი რაც შეიძლება ბევრი ბალახი ეფინება. ტაძრის მწვანით შემოსვის ტრადიციაც ძველი აღთქმიდან მოდის ებრაელები სჯულის მიღების დღესასწაულზე უფალს მადლობის ნიშნად ტაძარში პირველ ნაყოფს სწირავდნენ. სულიწმინდის მადლი კი ამ სიმწვანეზე გადმოდის, რის გამოც მორწმუნეები ტაძარში დაფენილ სიმწვანეს, ბალახებს მთელ წელს ინახავენ.
