Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

65 წლის კაცის მკვლელობის საქმე პოლიციამ 13 წლის შემდეგ გახსნა

65 წლის კაცის მკვლელობის საქმე პოლიციამ 13 წლის შემდეგ გახსნა

13 წელი დასჭირდა საბერძნეთის პოლიციას 65 წლის კაცის მკვლელობის გასახსნელად, რომელიც სალონიკში 2013 წლის 27 თებერვალს ტუბას რაიონში დაყაჩაღების დროს გაგუდეს.

საქმე 13 წლის შემდეგ ისევ მოექცა სამართალდამცავი ორგანოების ყურადღესბი ცენტრში. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი 47 წლის ალბანელია, რომელიც ალბანეთში დააკავეს და საბერძნეთის ხელისუფლებას გადასცეს.

65 წლის კაცის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული 4 პირი, მათ შორის მის სახლში დასაქმებული დამხმარე ქალიც უკვე გაასამართლეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სწორედ დამხმარე ქალმა აცნობა მის მეუღლეს 65 წლის კაცის ფინანსური მდგომარეობის შესახებ და სწორედ ასე დაიწყეს დანაშაულის დაგეგმვა.

საქმის თავიდან გახსნის მიზეზი გახდა ახალი ეჭვმიტანილი პირების აღმოჩენა, რომელთა სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემაც აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *