Latest news
21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება
პარასკევი, აგვისტო 21, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ტექსასში დღეს საბერძნეთმა, კვიპროსმა, ისრაელმა და აშშ-მ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ენერგეტიკული ცენტრის (EMEC) შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

ტექსასში დღეს საბერძნეთმა, კვიპროსმა, ისრაელმა და აშშ-მ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ენერგეტიკული ცენტრის (EMEC) შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

ტექსასში დღეს, 12 ივნისს საბერძნეთმა, კვიპროსმა, ისრაელმა და აშშ-მ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ენერგეტიკული ცენტრის (EMEC) შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

თურქული მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი საბერძნეთის, კვიპროსის, ისრაელისა და აშშ-ის შეთანხმებას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ენერგეტიკული ცენტრის (EMEC) შექმნის შესახებ თურქეთის იზოლაციის მცდელობად აფასებს.

თურქული გამოცემები, მათ შორის Milliyet, Yeniçağ და Haber7, აცხადებენ, რომ ახალი ენერგეტიკული თანამშრომლობა რეგიონში ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას ქმნის და თურქეთის ინტერესებს უგულებელყოფს.

გამოცემები ხაზს უსვამენ თურქეთის „ლურჯი სამშობლოს“ (Mavi Vatan) დოქტრინის მნიშვნელობას და აღნიშნავენ, რომ ანკარა მზად არის საკუთარი საზღვაო უფლებებისა და ინტერესების დასაცავად დიპლომატიური, სამართლებრივი და სხვა ზომები მიიღოს.

ყველაზე მწვავე განცხადება გამოცემა Milli Gazete-ში გამოქვეყნდა, სადაც ავტორი წერს, რომ „ბერძნებს სახეში ოსმალური სილა სჭირდებათ“ და ისრაელს თურქეთის წინააღმდეგ მიმართულ რეგიონულ ალიანსებში მონაწილეობის გამო აკრიტიკებს.

შეგახსენებთ, რომ შეთანხმება ჰიუსტონში გაფორმდა და მისი მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების, ბუნებრივი აირის საბადოების განვითარებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერება. თურქული მედიის ნაწილი კი ამ პროცესს რეგიონში თურქეთის როლის შემცირების მცდელობად მიიჩნევს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *