ღავდოსზე ორი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა
ღავდოსზე ორი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა
სულ ცოტახნისწინ კუნძულ ღავდოსის სანაპიროზე 5.3 და 4.6 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის გამო მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხოებისთვის კრეტაზე სამარიის ხეობიდან ვიზიტორების პრევენციული ევაკუაცია დაიწყო.
მიწისძვრების დროს ხეობაში 566 ადამიანი იმყოფებოდა. საბედნიეროდ მიწისძვრის შედეგად მეწყერი არ ჩამოწვა, თუმცა უსაფრთხოების მიზნით ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტერიტორიის დაცლის გადაწყვეტილება მიიღო.
ევაკუაციამ რამდენიმე საათს გასტანა. ისინი, ვინც მარშრუტის მე-6 კილომეტრამდე იყვნენ მისულები, უკან ქსილოსკალოს ჩრდილოეთ შესასვლელისკენ გაბრუნდნენ. დანარჩენი ვიზიტორები კი პერსონალის ხელმძღვანელობით სამხრეთ გასასვლელის, აგია რუმელის მიმართულებით გადაადგილდნენ.
პასუხისმგებელი ორგანოები აკვირდებიან ვითარებას.
Facebook Comments Box
