Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კუნძული ხიოსის გიმნაზიამ ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად 5,15 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო

კუნძული ხიოსის გიმნაზიამ ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად 5,15 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო

საბერძნეთის მიგრაციისა და თავშესაფრის სამინისტრომ ხიოსის მუნიციპალიტეტს 5,155 მილიონი ევროს დაფინანსება დაუმტკიცა, რომელიც „ადამანდიოს კორაისის“ გიმნაზიის შენობის სეისმური გამაგრებისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პროექტს მოხმარდება.

პროექტი მიზნად ისახავს სასწავლო დაწესებულების უსაფრთხოების დონის ამაღლებას, მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას და შენობის ენერგომოხმარების შემცირებას თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ენერგოდამზოგავი მეთოდების დანერგვის გზით.

დაფინანსება ხიოსის კუნძულის ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია და განხორციელდება მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით. ინიციატივა უკავშირდება როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ისე ხიოსის პარლამენტარისა და მიგრაციისა და თავშესაფრის ყოფილი მინისტრის, ნოტის მიტარაკისის ძალისხმევას, კუნძულის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

პროექტის დასრულების შემდეგ სკოლა გახდება უფრო უსაფრთხო, ფუნქციური და ენერგოეფექტური, რაც დადებით გავლენას მოახდენს როგორც საგანმანათლებლო საზოგადოებაზე, ისე ადგილობრივ მოსახლეობაზე.

ამასთან, საბერძნეთის ხელისუფლების ინფორმაციით, 2026 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ეგეოსის ზღვის კუნძულებზე მიგრაციული ნაკადები 65%-ზე მეტით შემცირდა. ხიოსზე ამჟამად დაახლოებით 370 მიგრანტი ცხოვრობს, რაც, მთავრობის შეფასებით, მიგრაციული ნაკადების შემცირების პოლიტიკის ეფექტიანობაზე მიუთითებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *