ემიგრაციის სამინისტრომ ბანგლადეშის მოქალაქეს ბინადრობის მოწმობა ჩამოართვა
ემიგრაციის სამინისტრომ ბანგლადეშის მოქალაქეს ბინადრობის მოწმობა ჩამოართვა
ემიგრაციის სამინისტრომ ბინადრობის მოწმობა ჩამოართვა და მისცა დრო საბერძნეთი თავად დატოვოს ბანგლადეშის მოქალაქეს, რომელიც თანამემამულეებს ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლისკენ მოუწოდებდა.
შეგახსენებთ, რომ ემიგრაციის სამინისტროს ყურადღება ბანგლადეშის მოქალაქის მიერ სოც.მედიაში ატვირთულმა ვიდეომ მიიქცია. ვიდეოში ის ნავპლიოდან თანამემამულეებს მოუწოდებს საბერძნეთში უკანონოდ შემოვიდნენ და ბინადრობის მოწმობების გარეშე იმუშაონ, რადგან პოლიციას მათ დაჭერა ძალიან გაუჭირდება.
ქვეყნიდან გადეპორტების ვადის დასაწყისი გუშინ, 25 ივნისს თავად ემიგრაციის მინისტრმა, თანოს პლევრისმა გამოაცხადა.
“უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საბერძნეთში ბინადრობის მოწმობას ფლობდა სოც.მედიის გამოყენებით თანამემამულეებს მოუწოდებს ჩამოვიდნენ არალეგალურად ნავპლიოში, რადგან არავინ არ შეამოწმებს მათ. მსგავს ვიდეოებს აზიარებენ კრიმინალები, რომლებსაც საზღვარზე დიდი თანხის სანაცვლოდ უკანონოდ შემოჰყავთ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ისინი ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ რათა მოიზიდონ რაც შეიძლება მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე ევროპაში.” – განაცხადა თანოს პლევრისმა.
