Latest news
საბერძნეთში „საცხოვრებლის განახლების“ პროგრამის პირობები ფართოვდება – ახალი გადაწყვეტილების თანახმად... კვირას 19 ივლისს მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება მომხმარებლებს პირეა: ნახშირბადის მონოქსიდი წუთებში იწვევს გონების დაკარგვას თუ ჩვენი გესმის იცოდე, რომ მუდამ გვეყვარები - 15 წლის ანნა-მარიას მეგობრები ემშვიდობებიან ხარის მარიოლისი: კრივის ფედერაციის გაუქმება ფინანსურ დარღვევებს არ უკავშირდება განათლების სამინისტრო სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად ცვლილებების გატარებას გეგმავს პირეა: მანქანაში 2 ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაში იპოვეს წყლის დეფიციტის გამო კუნძულ პოროსზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა კვიპროსის ცნობილი ჰალუმი – ტრადიცია, რომელიც საუკუნეებს ითვლის საბერძნეთის პარლამენტი შშმ პირებისთვის პერსონალური ასისტენტის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს
ოთხშაბათი, ივლისი 15, 2026
Uncategorized

განათლების სამინისტრო სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად ცვლილებების გატარებას გეგმავს

განათლების სამინისტრო სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად ცვლილებების გატარებას გეგმავს

საბერძნეთის განათლების მინისტრმა, სოფია ზახარაკიმ, განათლების სისტემაში დაგეგმილ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ყველა რეფორმა ეტაპობრივად განხორციელდება და გადაწყვეტილებები ფართო საზოგადოებრივი განხილვის შემდეგ იქნება მიღებული.

მინისტრის ინფორმაციით, უნივერსიტეტებში ჩარიცხვის საბოლოო ქულები (ბაზები) მიმდინარე წელს 23–24 ივლისს გამოქვეყნდება. რაც აბიტურიენტებისა და მათი ოჯახებისთვის ლოდინის პერიოდს შეამცირებს.

ეროვნული ატესტატი და ახალი ლიცეუმი

ზახარაკიმ აღნიშნა, რომ მოქმედი ეროვნული გამოცდების სისტემამ პრაქტიკულად ამოწურა თავისი შესაძლებლობები, თუმცა სისტემის გაუქმება უახლოეს მომავალში არ იგეგმება. ამის ნაცვლად, სამინისტრო მუშაობს ეროვნული ატესტატის (Εθνικό Απολυτήριο) ახალ მოდელზე, რომელიც მოსწავლის ცოდნას მხოლოდ ერთი გამოცდის შედეგით აღარ შეაფასებს.

განიხილება სისტემა, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება XI და XII კლასებში მიღებულ შედეგებს, ხოლო შეფასება დაფუძნებული იქნება როგორც სასწავლო პროცესში მიღწეულ წარმატებაზე, ისე წერით გამოცდებზე. გამოცდების სანდოობის უზრუნველსაყოფად შენარჩუნდება თემების ბანკის (Τράπεζα Θεμάτων) გამოყენებაც.

მომდევნო კვირებში სამინისტრო სპეციალურ ელექტრონულ პლატფორმას აამოქმედებს, სადაც მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები შეძლებენ საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას. განათლების სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილება კომისიის რეკომენდაციებთან ერთად სწორედ ამ განხილვების შედეგებსაც დაეფუძნება.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ 20 აგვისტომდე დასრულდება 5 500 მუდმივი მასწავლებლის დანიშვნის პროცესი დაწყებით და საშუალო სკოლებში. აგვისტოს ბოლომდე დაიწყება შემცვლელი (დროებითი) მასწავლებლების პირველი ეტაპის შერჩევაც, რათა სექტემბერში სკოლები პერსონალის მინიმალური დეფიციტით გაიხსნას.

სოფია ზახარაკის თქმით, განათლების სისტემა ახალი კადრების მოზიდვის სირთულესაც აწყდება. მისი შეფასებით, პრობლემა მხოლოდ ხელფასი არ არის. მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟი და სამუშაო პირობებიც გაუმჯობესებას საჭიროებს. განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთი სასწავლო საათის დატვირთვა ვერ შეედრება ჩვეულებრივ ადმინისტრაციულ სამუშაოს და სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ამ პროფესიის მხარდაჭერას.

მინისტრის აზრით რეფორმის მიზანია შეიქმნას უფრო სამართლიანი და სანდო სისტემა, სადაც მოსწავლის შეფასება დაფუძნებული იქნება მისი მთელი სასწავლო გზის შედეგებზე და არა მხოლოდ ერთი დღის გამოცდაზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *