Latest news
საბერძნეთში „საცხოვრებლის განახლების“ პროგრამის პირობები ფართოვდება – ახალი გადაწყვეტილების თანახმად... კვირას 19 ივლისს მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება მომხმარებლებს პირეა: ნახშირბადის მონოქსიდი წუთებში იწვევს გონების დაკარგვას თუ ჩვენი გესმის იცოდე, რომ მუდამ გვეყვარები - 15 წლის ანნა-მარიას მეგობრები ემშვიდობებიან ხარის მარიოლისი: კრივის ფედერაციის გაუქმება ფინანსურ დარღვევებს არ უკავშირდება განათლების სამინისტრო სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად ცვლილებების გატარებას გეგმავს პირეა: მანქანაში 2 ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაში იპოვეს წყლის დეფიციტის გამო კუნძულ პოროსზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა კვიპროსის ცნობილი ჰალუმი – ტრადიცია, რომელიც საუკუნეებს ითვლის საბერძნეთის პარლამენტი შშმ პირებისთვის პერსონალური ასისტენტის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს
ოთხშაბათი, ივლისი 15, 2026
Uncategorized

ხარის მარიოლისი: კრივის ფედერაციის გაუქმება ფინანსურ დარღვევებს არ უკავშირდება

ხარის მარიოლისი: კრივის ფედერაციის გაუქმება ფინანსურ დარღვევებს არ უკავშირდება

საბერძნეთის კრივის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ხარის მარიოლისმა, ვრცელი განცხადებით უპასუხა როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ფინანსურ შემოწმებას, ისე სპორტის გენერალური სამდივნოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც ფედერაციას სპორტული აღიარება შეუჩერდა.

მარიოლისის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ უკავშირდება ფინანსურ გარღვევას ან თანხების გაფლანგვას, არამედ მხოლოდ ადმინისტრაციულ ხარვეზებს. კერძოდ, ფედერაციის სავალდებულო დოკუმენტაციისა და სააღრიცხვო წიგნების სწორად წარმოებას.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტი, რომელსაც ბოლო დღეებში მედია ეყრდნობოდა, საბოლოო დასკვნა არ არის, არამედ მხოლოდ დროებითი ანგარიშია, რის შემდეგაც შემოწმებულ ობიექტს უფლება აქვს წარადგინოს საკუთარი განმარტებები, შენიშვნები და გაასაჩივროს გადაწყვეტილება. მისი შეფასებით, ამ დოკუმენტის საბოლოო გადაწყვეტილებად წარმოჩენა საზოგადოებას მცდარ წარმოდგენას უქმნის.

მარიოლისმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ფედერაციამ დაახლოებით 350 000 ევროს ოდენობის ძველი დავალიანება სრულად დაფარა. მისი თქმით, ამჟამად ორგანიზაციას ვადაგადაცილებული ვალები აღარ აქვს და დაახლოებით 100 000 ევროს ფინანსური ნაშთი გააჩნია, რაც მისი შეფასებით, ფედერაციის ფინანსურ გაჯანსაღებას ადასტურებს.

მისივე განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში თავადაც აფინანსებდა ეროვნული ნაკრების საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობას, რის გამოც მისი პრეზიდენტობის პერიოდში ფინანსური პრობლემების გამო არცერთი საერთაშორისო შეჯიბრი არ გაუქმებულა.

განცხადების დასასრულს მარიოლისმა აღნიშნა, რომ საზოგადოებაში შექმნილი სურათი რეალობას არ შეესაბამება და ადმინისტრაციული ხარვეზების ფინანსურ სკანდალთან დაკავშირება უსაფუძვლოა. მისი თქმით, ფედერაცია სამართლებრივი გზებით დაიცავს საკუთარ რეპუტაციას და გააგრძელებს მუშაობას, ხოლო ბერძნული კრივის მომავალი საბოლოოდ სპორტსმენების წარმატებითა და საერთაშორისო მიღწევებით განისაზღვრება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *