Latest news
სერესში მამაკაცი კულურში აღმოჩენილი მინის ნატეხით დაშავდა  პერისტერში შინაური ცხოველებისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა საკალათბურთო სკანდალის საქმეზე 6 ბრალდებული დააკავეს Pizza Fan-ის საგადასახადო სკანდალი კუნძული ხიოსის მაცხოვრებლები აეროპორტის დროებითი დაკეტვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი: 1940 წლის ისტორიული „არა“ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მარა... ბერძნების ისტორიულ მეხსიერებაში 28 ოქტომბრის „არა“ დომინირებს რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი ალექსანდრუპოლი: 17 წლის გოგონა ხიდიდან ვარდნის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებებით გარდაცივალა 21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
შაბათი, ოქტომბერი 24, 2026
Uncategorized

პირეა: მანქანაში 2 ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაში იპოვეს

პირეა: მანქანაში 2 ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაში იპოვეს

სულ ცოტახნისწინ პირეაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გარაჟში გაჩერებულ მანქანაში 2 ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მანქანა დაქოქილი იყო და კონდიციონერიც მუშაობდა, თუმცა გარაჟი ჩაკეტილი იყო. გამოძიება ვარაუდობს, რომ ძრავის გამონაბოლქვი კონდიცირების სისტემის მეშვეობით ავტომობილის სალონში შევიდა, რამაც ახალგაზრდების გაგუდვა გამოიწვია.

სასამართლო ექსპერტის, ღრიღორის ლეონის მიერ გაკეთებული განაცხადის თანახმად აღნიშნულმა ფენომენმა ნამდვილად შეიძლება მიგვიყვანოს სავალალო შედეგამდე: “აღნიშნული სცენარი შეესაბამება შედეგს, რომელიც დადგა. საუბარი გვაქვს ჩაკეტილ სიცრცეზე, პატარა ავტოფარეხზე, სადაც გაჩერებული იყო ავტომანქანა ჩართული ძრავითა და კონდიცინერით. აღნიშნული ვითარება ქმნის საფუძველს მანქანის სალონში წარმოიქმნას ნახშირბადის მონოქსიდი, რომელიც სისხლში მოხვედრის შემთხვევაშიც მარტივად იკავებს ჟანგბადის ადგილს და წივევს გონების დაკარგვას, რასაც დროული ჩარევის არარსებობის შემთხვევაში სავალალო შედეგამდე მივყავართ. სამწუხაროდ ნახშირბადის მონოქსიდის ამოცნობა მარტივი არ არის, რადგან არ აქვს სუნი, არც ფერი, შესაბამისად რეაგირებისთვის დრო არ გვრჩება. ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სპეციალური განათლება ამ სფეროში, რთულად დააკავშირებენ ძილის მორევას მანქანაში ნახშირბადის მონოქსიდის წარმოქმნასთან.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *