Latest news
სერესში მამაკაცი კულურში აღმოჩენილი მინის ნატეხით დაშავდა  პერისტერში შინაური ცხოველებისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა საკალათბურთო სკანდალის საქმეზე 6 ბრალდებული დააკავეს Pizza Fan-ის საგადასახადო სკანდალი კუნძული ხიოსის მაცხოვრებლები აეროპორტის დროებითი დაკეტვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი: 1940 წლის ისტორიული „არა“ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მარა... ბერძნების ისტორიულ მეხსიერებაში 28 ოქტომბრის „არა“ დომინირებს რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი ალექსანდრუპოლი: 17 წლის გოგონა ხიდიდან ვარდნის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებებით გარდაცივალა 21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
შაბათი, ოქტომბერი 24, 2026
Uncategorized

ვამაყობთ შენით, მამა – ნიკოს ხარდალიასს შვილი პოსტს უძღვნის

ვამაყობთ შენით, მამა – ნიკოს ხარდალიასს შვილი პოსტს უძღვნის

ათენის კონსერვატორიის დარბაზში გამართული ატიკის რეგიონის ადმინისტრაციის საქმიანობის საჯარო ანგარიშის წარდგენის მასშტაბური ღონისძიებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ათენის გუბერნატორსმ ნიკოს ხარდალიასს, მისმა შვილმა იონნა ხარდალიამ გულისამაჩუყებელი პოსტი მიუძღვნა.

იოანნა ხადალია ახალგაზრდა ადვოკატია და მამას ღონისძიებაზე მხარის დასაჭერად ახლდა. ღონისძიების შემდეგ მან ორი ფოტოსურათი გამოაქვეყნა ერთი ღონისძიებაზე გადაღებული, ხოლო მეორე კი 2010 წელს, სადაც ხარდალიასი ვირონას მერობისთვის ზედიზედ მესამე ვადით აირჩიეს. ფოტოსურათიების აღწერაში გუბერნატორის შვილი წერს: “გუშინ, როდესაც ერთად მივდიოდით ხალხით გადაჭედილი ათენის კონსერვატორიისკენ, გკითხე, ნერვიულობდი თუ არა გამოსვლების წინ, შენ კი დაუფიქრებლად მიპასუხე: „ეს ჩემი ცხოვრებაა, ჩემი პასუხისმგებლობა.” შენმა სამართლიანობამ, ათენის უკეთესი მომავლისთვის ყოველდღიურმა, დაუღალავმა ბრძოლამ და თავდადებამ კიდევ ერთხელ იჩინა თავი…
ვამაყობ შენით, მამა! მუდამ შენს გვერდით ვიქნებით.”

ნიკოს ხარდალიასი მუდმივად ცდილობდა, მისი ოჯახი საზოგადოებისა და პრესის ყურადღების ცენტრში არ მოქცეულიყო, თუმცა არასდროს დაუმალავს, რომ სწორედ ისინი არიან მისი მხარდაჭერის უმთავრესი წყარო.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *