Latest news
ჯანდაცვის სამინისტრომ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშრებით ინიციატივა წარადგინა არტეფაქტების ქურდობისთვის მსჯავრდებულებს 5 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ საბერძნეთი: მზიანი ამინდი, ჩრდილოეთის ძლიერი ქარები - რომელ რეგიონებში მიაღწევს ტემპერატურა 37 გრადუ... როდემდე შეუძლიათ მშობლებს საბავშვო ბაღებისთვის ვაუჩერების მისაღებად განცხადებების შეტანა ვილიასა და მეღარაში ხანძრის ორმაგი კერები ფიქსირდება ათენში ელექტრონული ჯარიმების წვიმა წამოვიდა 3 აგვისტოდან საბერძნეთის მოქალაქეები ძველი ტიპის პირადობის მოწმობებით მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ კუნძულებზე გამგზავრების სიხშირემ პიკს მიაღწია - დღეში ათენს 61 000-ზე მეტი მგზავრი ტოვებს საბერძნეთი: როგორი ამინდია მოსალოდნელი კვირას, 2 აგვისტოს  საბავშვო ბაღებისთვის ვაუჩერების მიღება 5 აგვისტომდე იქნება შესაძლებელი
კვირა, აგვისტო 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კუნძულებზე გამგზავრების სიხშირემ პიკს მიაღწია – დღეში ათენს 61 000-ზე მეტი მგზავრი ტოვებს

კუნძულებზე გამგზავრების სიხშირემ პიკს მიაღწია – დღეში ათენს 61 000-ზე მეტი მგზავრი ტოვებს

საბერძნეთში აგვისტოს თვე შვებულების ოფიციალურ დასაწყისად ითვლება. ათასობით ადამიანი ტოვებს ათენს და ქვეყნის პოპულარული კუნძულებისკენ მიემართება.

მხოლოდ ერთ დღეში ატიკის ოთხი მთავარი პორტიდან – პირეადან, რაფინადან, ლავრიოდან და არღოსარონიკოსიდან – 61 852-ზე მეტი მგზავრი გაემგზავრა, რაც აგვისტოს პირველი შაბათ-კვირის რეკორდული მაჩვენებელია.

ყველაზე დიდი მოძრაობა დაფიქსირდა პირეას პორტში, საიდანაც 23 ბორნით თითქმის 30 000 მგზავრი გაემგზავრა ეგეოსის კუნძულებისა და კრეტას მიმართულებით. ასევე დიდი რაოდენობით ტურისტი გაემგზავრა რაფინასა და ლავრიოს პორტებიდან, საიდანაც ძირითადად კიკლადესის კუნძულებისკენ გადიან გემები.

დღესაც, 2 აგვისტოს მგზავრთა დიდი რაოდენობა დატოვებს დედაქალაქს. პირეას პორტიდან დაგეგმილია 23 რეისი, არღოსარონიკოსის მიმართულებით – 55, რაფინადან – 15, ხოლო ლავრიოს პორტიდან – 13 საზღვაო რეისი.

გაზრდილი ნაკადის გამო, საბერძნეთის სანაპირო დაცვა და საპორტო სამსახურები საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. მგზავრებს ურჩევენ, განსაკუთრებით ავტომობილებით მგზავრობის შემთხვევაში, პორტებში წინასწარ გამოცხადდნენ, რადგან მისასვლელ გზებზე ინტენსიურმა მოძრაობამ შესაძლოა შეფერხებები გამოიწვიოს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *