Latest news
დაძაბულობა საბერძნეთის მუნიციპალიტეტების ცენტრალური კავშირის კონფერენციაზე: ხარის დუკასმა კენჭისყრის... სალონიკში ცხოველთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება ზოღრაფუს უნივერსიტეტის კამპუსზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სტუდენტი დაშავდა პიერიაში 60 პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა: როგორ მუშაობდა უკანონო მშენებლობების და... ხანძრის შედეგად პირეაზე საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოინგრა ქველმოქმედების ბნელი მხარე: არასამთავრობო ორგანიზაციები, მილიონობით შემოწირულობა და სამი საქმე სასამ... „საუკუნის ძარცვა“ - საბერძნეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და იდუმალი ბანკის გაქურდვის ი... საბერძნეთში გრიპის შემთხვევები მატულობს  პატრა: ირინი მურძუკუ სასამართლოში მკაცრი უსაფრთხოების ზომების დაცვით გადაიყვანეს  ვოლოს: 15 წლით თაცვისუფლების აღკვეთა მიესაჯა დედას, რომელსაც არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად ძალადო...
შაბათი, ნოემბერი 7, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებულს დღეს დაკითხავენ

ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებულს დღეს დაკითხავენ

38 წლის ელიზაბეთ ჯეინ როსის მკვლელობის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს 26 წლის ავღანეთის მოქალაქე.

ბრალდებული დღეს, 5 აგვისტოს დაკითხვაზე გადაიყვანეს, რათა სრული ჩვენება მისცეს. 

სამართალდამცავი ორგანოების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად ბრალდებულმა შაბათს, 1 აგვისტოს პოლიციელებს განუცხადა, რომ 38 წლის ქალი არ მოუკლავს. ქალის ცხედარი ბინაში, სააბაზანოში იპოვა, შეეშინდა და სწორედ ამიტომ გადამალა: “არასდროს არავისთვის არაფერი დამიშავებია. მინდა რომ გამიგოთ და დამიჯეროთ. უბრალოდ პანიკაში ჩავვარდი. ჩემი ოჯახის სიყვარულის გამო გადავდგი ეს ნაბიჯი. მე და ჩემი მეუღლე ქრისტიანები ვართ და პარალელურად მოხალისეებად ვმუშაობთ და ქველმოქმედებას ვეწევით.
როცა სახლში შევედი და შუქი ავანთე სააბაზანოში დავინახე, რომ ლიზა ძირს ეგდო და პირიდან წყლის მაგვარი, გაურკვეველი სითხე გადმოსდიოდა. დაველაპარაკე, მაგრამ პასუხი არ გამცა. ადგილზე გავიყინე, ფეხები მომეკვეთა, პანიკაში ჩავვარდი. შეშინებული სახლიდან გავედი და გაჩერებაზე მყოფ მოხუცებულს ვკითე რა უნდა გამეკეთებინა თუ სახლში გარდაცვლილი მყავდა. მან კი მიპასუხა, რომ საავადმყოფოში მუშაობდა და იცოდა მსგავსი შემთხვევების დროს ცხედარს თუ არ მოვაშორებდი სახლიდან, აუცილებლად შარში გავეხვეოდი.
რამდენიმე საათი ვფიქრობდი იმაზე რაც მოხუცებულმა მითხრა. მეორე დღეს შეშინებული, რომ შარში არ გამეყო თავი და ბავშვი არ დამეკარგა, მივბრუნდი სახლში იმის იმედად რომ ლიზა ცოცხალი დამხვდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ გარდავლილი იყო. ავიღე ჩემოდანი, სადაც ლიზას სხეული ჩავდე და ჩემი მეუღლის მანქანით ჩვენს სახლთან მივიტანე. ჩვენი სახლიდან კი პანელინიოს მოედნის მოპირდაპირე მხარეს მდებარე მიტოვებულ შენობაში გადავიტანე ფეხით.
იქვე შემხვდა ის მოხუცებული კაციც, რომელმაც წინა დღეს რჩევა მომცა. მითხრა რომ მისთვის დამეტოვებინა ჩემოდანი და ის მიხედავდა. რათქმაუნდა ფულის სანაცვლოდ. ავუხსენი, რომ იმ მომენტისთვის ფული არ მქონდა, მაგრამ აუცილებლად გადავუხდიდი. ვიფიქრე, რომ ლიზას ბართიდან მოვხსნიდი ფულს.
ძალიან იმოქმედა ამ ყველაფერმა ჩემზე. ჩემს მეუღლეს ვუთხარი, რომ ცუდად ვგრძნობდი თავს და ცოტახნით მჭირდებოდა ქალაქიდან გასვლა, თუმცა მიზეზი არ მითქვამს. შევთავაზე, რომ არახოვაში წავსულიყავით ცოტახნით. ერთი დღით წავედით მხოლოდ და შემდეგ დავბრუნდით ათენში.
რაც არ მითქვამს თქვენთვის აქამდე, არის ის, რომ ლიზას ტელეფონიც ავიღე ბარათებთან ერთად და მის ახლობლებს შეტყობინებები დავუგზავნე. არ ვიცი რაზე ვფიქრობდი. რა თანხაც ლიზას ანგარიშიდან მოვხსენი მოხუცებულს მივეცი, რადგან მაშანტაჟებდა. რამდენადაც ვიცი ნიკო ჰქვია და ხშირად არის იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩემოდანი დავტოვე. ლიზას ტელეფონი და ბარათები ნაგავში გადავყარე.” 

გამოძიება ვარაუდობს, რომ მოხუცებული, რომელზეც ბრალდებული საუბრობს, არ არსებობს და ის ამ პიროვნებას, მხოლოდ დანაშაულის გადასაბრალებლად იყენებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *