Latest news
ქსანთი: ლეფკოპეტრაში პონტოს ბერძნების გენოციდისადმი მიძღვნილი ძეგლი აღიმართა წვიმა და ჭექა-ქუხილი  აღმოსავლეთ და სამხრეთ საბერძნეთში  კირიაკი ღრივას სასამართლო პროცესი 2027 წლის თებერვლამდე გადაიდო საბერძნეთი: ჯანმრთელობის სფეროს რამდენიმე დაწესებულებაში დარღვევები გამოვლინდა კუნძულ კოსსა და სიროსზე ფსიქიკური ჯანმრთელობის 2 ახალი ცენტრი 2,8 მილიონი ევროთი დაფინანსდება ტების პროცესზე მოწმეები არ გამოცხადდნენ ΟΑΣΑ: ოქტომბრიდან ავტობუსის ხაზების რაოდენობა იზრდება გიორგოს მაზონაკისის დედა განცხადებას აკეთებს საბერძნეთის 6 რეგიონში შომადობამ 50%-ით იკლო იმედისმომცემი სიახლე 16 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
ოთხშაბათი, სექტემბერი 23, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: მოსალოდნელი რეფორმები უმაღლესი განათლების სფეროში

საბერძნეთი: მოსალოდნელი რეფორმები უმაღლესი განათლების სფეროში

საბერძნეთის მთავრობა ამზადებს რეფორმას, რომლის ფარგლებში შესაძლოა შეიქმნას უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების დამოუკიდებელი სამინისტრო. ახალი უწყება ერთ სივრცეში გააერთიანებს უნივერსიტეტებს, სახელმწიფო კვლევით ცენტრებსა და ქვეყნის სამეცნიერო-კვლევით პოლიტიკას.

რეფორმის მიზანია კვლევისა და ინოვაციების სფეროში არსებული ფუნქციების გაერთიანება, რესურსების უფრო ეფექტიანი განაწილება და ერთიანი სტრატეგიის შემუშავება. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაბამისი წინადადება პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში წარედგინება.

ახალი სამინისტროს ფარგლებში იმუშავებს ორი ძირითადი გენერალური სამდივნო – უმაღლესი განათლების და კვლევისა და ინოვაციების მიმართულებებით. ასევე იგეგმება სახელმწიფო კვლევითი ცენტრების ამ უწყების დაქვემდებარებაში გადატანა.

მთავრობის შეფასებით აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს უნივერსიტეტების, კვლევითი ცენტრებისა და ინოვაციური ბიზნესის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, სამეცნიერო კვლევების დაფინანსების გაუმჯობესებას და კვლევითი შედეგების ეკონომიკაში პრაქტიკულ გამოყენებას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *