Latest news
კარდიცა: 17 წლის ბიჭს მომღერალი ღიორღოს ციტოღლუს მკვლელობისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა კალოხორი: დააკავეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ქვეყანაში არალეგალურად მყოფი 4 უცხო ქვეყნის მოქალაქე გადა... ლეფკადა: არასრულწლოვანმა დანიელ ტურისტს 12 000 ევროს ღირებულების ბეჭედი მოპარა Marfin-ის საქმეში ერთ-ერთ ბრალდებულს დღეს დაკითხავენ კალითეა: ძველი სანაპირო გზა გაიხსნა - ხიდის მშენებლობა დასრულებულია რომელია საბერძნეთის ყველაზე ძვირადღირებული უბანი ციფრული სუვერენიტეტის მნიშვნელობა სახელმწიფოებისთვის საბერძნეთი: რა ხერხებს მიმართავენ პატარა ქალაქები და სოფლები დემოგრაფიული პრობლემის აღმოსაფხვრელად სავალდებულო პირველადი დახმარების ნივთები, რომლებიც აუცილებლად უნდა გვქონდეს ავტომანქანის აფთიაქში რატომ გამწვავდა საბერძნეთის მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
საბერძნეთიUncategorized

საბერძნეთი: იონიის ზღვაში ნახშირწყალბადების კვლევის ახალი ეტაპი იწყება

საბერძნეთი: იონიის ზღვაში ნახშირწყალბადების კვლევის ახალი ეტაპი იწყება

საბერძნეთში იონიის ზღვაში ნახშირწყალბადების კვლევის ახალი ეტაპი იწყება. ამერიკული კომპანია Chevron „ბლოკ 10“-ში, კიპარისიის ყურეში, 70%-იანი წილით შევიდა, რაც რეგიონში მეორე საძიებო ბურღვის პერსპექტივას აჩენს.

ამავდროულად, მნიშვნელოვანი სამუშაოები იგეგმება კორფუს დასავლეთით მდებარე „ბლოკ 2“-ში, სადაც 2027 წლის თებერვალში საბერძნეთში ბოლო 40 წლის განმავლობაში პირველი საძიებო ბურღვის ჩატარებაა დაგეგმილი.

სპეციალისტების შეფასებით, „ბლოკ 2“-ის „ასოპოს 1“-ის რაიონში ბუნებრივი აირის მარაგი შესაძლოა 270 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევდეს, მაშინ როდესაც საბერძნეთის წლიური მოხმარება 6-7 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. ბურღვის სიღრმე 4 622 მეტრი იქნება, ხოლო პროექტის ღირებულება 60-70 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

თუ საბადო კომერციულად მომგებიანი აღმოჩნდება, მისი განვითარებისთვის დამატებით დაახლოებით 5 მილიარდი ევროს ინვესტიცია გახდება საჭირო. ამ შემთხვევაში, ექსპერტების პროგნოზით, საბერძნეთის სახელმწიფო 20 წლის განმავლობაში დაახლოებით 10 მილიარდ ევროს შემოსავალს მიიღებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *