Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
საბერძნეთი

ვოლოსი: ოთხი წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც გველმა უკბინა, საგანგაშოა

ვოლოსის რიგა ფერეუს  მუნიციპალიტეტის სოფელში მცხოვრები 4 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გველმა, სავარაუდოდ გველგესლამ ხელზე უკბინა, საგანგაშოა.

ბავშვი თავისი სოფლის ეკლესიის ეზოში თამაშობდა, სადაც ბებიასთან ერთად იყო წასული, ხოლო იქვე, სადაც თამაშობდა, ფიჭვის წიწვების ქვეშ გველი იყო დახვეული.

გველგესლამ 4 წლის ბავშვს ხელზე უკბინა, რის შემდეგაც  სამშაბათს შუადღიდან ოთხშაბათ დილამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და საჭიროდ ჩათვალეს მისი გადაყვანა სალონიკის საავადმყოფოში.

ბავშვი თავდაპირველად ველესტინოს ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს, იქიდან კი ვოლოსის საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა მას შხამის საწინააღმდეგო შრატი გაუკეთეს, შემდეგ კი პედიატრიულ კლინიკაში მოათავსეს.

თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა, ამიტომ გადაიყვანეს ლარისას საავადმყოფოში, მაგრამ იქაც ვერ უშველეს და საჭიროდ ჩათვალეს მისი გადაყვანა თესალონიკის საავადმყოფოს სპეციალურ განყოფილებაში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *