6 ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული 59 წლის კაცი სასამართლოში გადაიყვანეს
6 ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული 59 წლის კაცი სასამართლოში გადაიყვანეს
სალონიკის სასამართლოში გადაიყვანეს 59 წლის კაცი, რომელსაც 6 ხანძრის განზრახ გაჩენა ედება ბრალად.
გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად დაკავებული ავტომობილით გადაადგილდებოდა და ცეცხლს მშრალ ბალახს, ლერწმებსა და სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებს უკიდებდა.
პირველი ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა და დაახლოებით 2 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო ტერიტორია დაიწვა. მეორე შემთხვევა 9 აგვისტოს მოხდა, რომლის შედეგადაც დაახლოებით 1,5 ჰექტარი მიწა დაიწვა.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 11 აგვისტოს კაცმა იმავე ტერიტორიაზე კიდევ ოთხი კერის გაჩენა სცადა.
59 წლის კაცი სახანძრო სამსახურის სპეციალიზებულმა საგამოძიებო ჯგუფმა დააკავა. მას განზრახ და განმეორებით ხანძრის გაჩენას ედავებიან.
Facebook Comments Box
