Latest news
როდის დასრულდება ციფრული ბარათების დანერგვის პროცესი კერძო სექტორებში ეტაპები, რომლებსაც ორგანიზმი მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ გადის ხელოვნების მნიშვნელობა სხვადასხვა პროფესიული დარგებისთვის როდოპი: 9 წლიანი სამუშაოების შემდეგ კომფსატოს ხიდი ჩაბარდა 7 წლის პატრიცია მოლდოვაში ბრუნდება აქვს თუ არა წყლის ხარისხს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელობა საბერძნეთის სასამართლო სისტემა ციფრულ ეპოქაში გადადის ევროპის ქვეყნებიდან იტალიასა და საბერძნეთში ყველაზე მეტი დასავლეთ ნილოსის ვირუსით დაინფიფირების შემთ... 6 ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული 59 წლის კაცი სასამართლოში გადაიყვანეს ელენიკოს პარკი - ათენის ახალი მწვანე სივრცე
ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ევროპის ქვეყნებიდან იტალიასა და საბერძნეთში ყველაზე მეტი დასავლეთ ნილოსის ვირუსით დაინფიფირების შემთხვევა გამოვლინდა

ევროპის ქვეყნებიდან იტალიასა და საბერძნეთში ყველაზე მეტი დასავლეთ ნილოსის ვირუსით დაინფიფირების შემთხვევა გამოვლინდა

ევროპაში დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელება სულ უფრო დიდ ყურადღებას იპყრობს. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ვირუსის ყველაზე ინტენსიური გავრცელება ამ ეტაპზე საბერძნეთსა და იტალიაში ფიქსირდება.

საბერძნეთში 2026 წლის სეზონის დასაწყისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით დასავლეთ ნილოსის ვირუსით ინფიცირების 110 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 81 პაციენტს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე გართულებები განუვითარდა, ხოლო 9 შემთხვევა ფატალურად დასრულდა. გარდაცვლილთა ასაკი 65 წელს აღემატება.

ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის პროფესორის, თეოდორა ფსალტოპულუს განცხადებით, ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს რბილი ზამთრის კლიმატი და ხანგრძლივი ზაფხული, რაც კოღოების გამრავლებისა და გავრცელებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ვირუსის შემთხვევები უკვე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებშიც, მათ შორის გერმანიაშიც, ფიქსირდება.

ყველაზე მეტად რისკის ქვეშ არიან 60 წელს გადაცილებული ადამიანები და ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები. მძიმე შემთხვევებში ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს მაღალი სიცხე, დაბნეულობა, გონების დაკარგვა, კრუნჩხვები და მენინგოენცეფალიტი.

სპეციფიკური ვაქცინა ან ანტივირუსული მკურნალობა ამ დაავადების წინააღმდეგ ამჟამად არ არსებობს. ამასთან, უნდა აღინიშნოს , რომ დასავლეთ ნილოსის ვირუსი ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა. მისი ძირითადი გადამტანი ინფიცირებული კოღოა.

სად არის ყველაზე მეტი შემთხვევა საბერძნეთში?

ბოლო მონაცემებით, ინფექცია ქვეყნის 39 მუნიციპალიტეტში, 14 რეგიონულ ერთეულშია გამოვლენილი. განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა ატიკის რეგიონში.

ყველაზე მეტი შემთხვევა აღირიცხა შემდეგ მუნიციპალიტეტებში:

  • სპატა–არტემიდა — 13 შემთხვევა
  • მარკოპულო — 11
  • ვარი–ვულა–ვულიაგმენი — 7
  • აგია პარასკევი — 7
  • ლარისა — 7
  • პელა — 6
  • პალინი — 5
  • ახარნონ — 3
  • კოროპი — 3
  • ხალანდრი — 3
  • ათენი — 3
  • გლიფადა — 3

ამასთან, რამდენიმე მუნიციპალიტეტი უკვე მაღალი რისკის ზონად არის კლასიფიცირებული. მათ შორისაა კიფისია, ირაკლიო, ფილოთეი–ფსიხიკო, მეტამორფოსი, კალითეა, ნეა სმირნი, ნეა ფილადელფია–ნეა ხალკიდონა და დაფნი–იმიტოსი.

ბერძნული ჯანდაცვის ორგანოები მოსახლეობას მოუწოდებენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღონ კოღოებისგან თავის დაცვის ზომები, განსაკუთრებით კოღოების აქტიური გავრცელების პერიოდში.

რადგან ვირუსის გავრცელებაზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *