Latest news
კულტურის მინისტრი გიორგოს მაზონაკისზე საჯაროდ საუბრობს ბერძენი რობი უილიამსის განვლილი გზა და კარიერია მეტროს მე-3 ხაზზე ტექნიკური სამუშაოები გრძელდება მარათონა: ვარდებში დამალული 84 კგ კოკაინი ნისიროსში ყოველ ახალშობილზე მუნიციპალიტეტი 3000 ევროს ოდენობის დახმარებას გასცემს საბერძნეთის საგზაო პოლიცია: 1 კვირაში 9 000-ზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა გიორგოს მაზანაკისის ექიმი განცხადებას ავრცელებს ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონდა - აცხადებს გიორგოს მაზონაკისის ადვოკატი ცნობილი მომღერალი, გიორგოს მაზონაკისი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა საბერძნეთში ახალ ლიცეუმსა და ეროვნულ ატესტატთან დაკავშირებით რეფორმის გატარება იგეგმება
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
საბერძნეთიშოუბიზნესი

ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონდა – აცხადებს გიორგოს მაზონაკისის ადვოკატი

ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონდა – აცხადებს გიორგოს მაზონაკისის ადვოკატი

ცნობილი ბერძენი მომღერლის, გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათის შემდეგ მისი ადვოკატი და ახლო მეგობარი, ხარალამბოს ლიკუდისი, აცხადებს, რომ მომღერალს ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია.

ლიკუდისმა ამის შესახებ ტელეკომპანია ANT1-ს დილის გადაცემაში „კალიმერა ელადა“ ისაუბრა. მისი თქმით, მაზონაკისს გარდაცვალებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე შეხვდა და მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საეჭვო არაფერი შეუნიშნავს.

„მე გიორგოს დაახლოებით ერთი კვირის წინ შევხვდი. მას არანაირი, საერთოდ არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონდა“, — განაცხადა ლიკუდისმა.

ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენადაც მისთვის არის ცნობილი, მომღერალს კარდიოლოგიური პრობლემაც არ ჰქონია. ამასთან, მისი თქმით, მაზონაკისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უფრო სრულყოფილი ინფორმაცია მის პირად ექიმსა და ნათლიას, ზაფირიუს აქვს, რომელიც მას მრავალი წლის განმავლობაში მკურნალობდა და ახლოს იცნობდა.

ხარალამბოს ლიკუდისმა ასევე ისაუბრა იმ შესაძლო სამართლებრივ ნაბიჯებზე, რომლებიც მაზონაკისის ოჯახმა მისი გარდაცვალების შემდეგ შეიძლება გადადგას.

მისი განმარტებით, მომდევნო სამართლებრივი მოქმედებების განხორციელების უფლება ოჯახის წევრებს აქვთ:

„საპროცესო უფლებებით სარგებლობა ოჯახს შეუძლია. დღეს მათ დავუკავშირდები. არ ვიცი, პატივს სცემენ თუ არა გიორგოს არჩევანს და ჩემთან თანამშრომლობას გააგრძელებენ, თუ სხვა ადვოკატს აირჩევენ“, – განაცხადა ლიკუდისმა.

მისივე თქმით, ოჯახს შეუძლია ყველა საჭირო სამართლებრივი ნაბიჯი გადადგას, რათა სრულად გაირკვეს, რა ვითარებაში გარდაიცვალა ცნობილი მომღერალი:

„არ უნდა დავუშვათ, რომ შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხები გამოუძიებელი დარჩეს“, – აღნიშნა ადვოკატმა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *