სალონიკი: დაკითხვაზე გადაიყვანეს 30 წლის კაცი, რომელსაც ბრალი საკუთარი მამის მკვლელობაში ედება
სალონიკი: დაკითხვაზე გადაიყვანეს 30 წლის კაცი, რომელსაც ბრალი საკუთარი მამის მკვლელობაში ედება
პროკურორი დაკითხავს დღეს 30 წლის კაცს, რომელიც გუშინ, 24 მაისს თერმის მუნიციპალიტეტის პატარა ქალაქ ტრიადში საკუთარი მამის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
თერმის კრიმინალური დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლებმა მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს მკვლელობის, ოჯახში ძალადობისა და ნარკოტიკების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის მუხლებით.
67 წლის კაცი 24 მაისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ის მის შვილთან ერთად ცხოვრობდა, რომელმაც ივარაუდება, რომ სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. დაზიანებების მიყენების მიზეზი კი მათ შორის გაჩაღებული ჩხუბი გახდა.
დანაშაულის ადგილიდან ამოღებულია დანა და სახრახნისი, რომლებიც უკვე გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.
სახლში ასევე ნაპოვნია 2 შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება, აბების სახით, რომელიც ექიმის რეცეპტის გარეშეა შეძენილი.
