Latest news
კულტურის მინისტრი გიორგოს მაზონაკისზე საჯაროდ საუბრობს ბერძენი რობი უილიამსის განვლილი გზა და კარიერია მეტროს მე-3 ხაზზე ტექნიკური სამუშაოები გრძელდება მარათონა: ვარდებში დამალული 84 კგ კოკაინი ნისიროსში ყოველ ახალშობილზე მუნიციპალიტეტი 3000 ევროს ოდენობის დახმარებას გასცემს საბერძნეთის საგზაო პოლიცია: 1 კვირაში 9 000-ზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა გიორგოს მაზანაკისის ექიმი განცხადებას ავრცელებს ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონდა - აცხადებს გიორგოს მაზონაკისის ადვოკატი ცნობილი მომღერალი, გიორგოს მაზონაკისი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა საბერძნეთში ახალ ლიცეუმსა და ეროვნულ ატესტატთან დაკავშირებით რეფორმის გატარება იგეგმება
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ცნობილი მომღერალი, გიორგოს მაზონაკისი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი მომღერალი, გიორგოს მაზონაკისი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბერძნული მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული სახე, გიორგოს მაზონაკისი, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ღამის შვილად“ და „მაზოდ“ ცნობილი მომღერლის ცხოვრება და კარიერა სცენასთან იყო დაკავშირებული – სწორედ სცენაზე იქცა ის განსაკუთრებული სტილისა და შესრულების მქონე ვარსკვლავად.

მაზონაკისმა სიმღერა მოზარდობისას დაიწყო. 15 წლის ასაკში პირველად გამოვიდა სცენაზე, ხოლო 1989 წელს პატრაში მუშაობისას მისი სახელი უკვე ფართო აუდიტორიამ გაიცნო. მალე ის ათენის მუსიკალურ ინდუსტრიაშიც აღმოჩნდა და პირველი კონტრაქტი გააფორმა.

მისი პირველი ალბომი 1993 წელს გამოვიდა, თუმცა დიდი წარმატება შემდეგ ნამუშევრებს მოჰყვა. ჰიტებმა: „Ανήκω σε μένα“, „Gucci Φόρεμα“, „Θέλω να γυρίσω στα παλιά“ და „Ώρες μικρές“ – მაზონაკისი ბერძნული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ვარსკვლავად აქცია.

ის გამოირჩეოდა არა მხოლოდ ვოკალით, არამედ განსაკუთრებული ჩაცმულობითა და სცენური მანერით. სწორედ ამიტომ მას ხშირად „ბერძენ რობი უილიამსს“ უწოდებდნენ. მომღერალს, რომელმაც ხალხური მუსიკა როკის, პოპისა და ახალგაზრდული კულტურის ელემენტებს დაუკავშირა.

მისი ცხოვრების გზა ყოველთვის მარტივი არ ყოფილა. მას ჰქონდა პრობლემური პერიოდები, ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებები და ბოლო წლებში მძიმე ოჯახური კონფლიქტი. მიუხედავად ამისა, მაზონაკისი ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებდა განსაკუთრებულ ადგილს ბერძნულ მუსიკაში.

მისი კარიერა 33 წელს ითვლის და სწორედ საიუბილეო კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე დასრულდა. გიორგოს მაზონაკისი სცენიდან წავიდა, თუმცა მისი სიმღერები და გამორჩეული სტილი ბერძნული მუსიკის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *