Latest news
დაძაბულობა საბერძნეთის მუნიციპალიტეტების ცენტრალური კავშირის კონფერენციაზე: ხარის დუკასმა კენჭისყრის... სალონიკში ცხოველთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება ზოღრაფუს უნივერსიტეტის კამპუსზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სტუდენტი დაშავდა პიერიაში 60 პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა: როგორ მუშაობდა უკანონო მშენებლობების და... ხანძრის შედეგად პირეაზე საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოინგრა ქველმოქმედების ბნელი მხარე: არასამთავრობო ორგანიზაციები, მილიონობით შემოწირულობა და სამი საქმე სასამ... „საუკუნის ძარცვა“ - საბერძნეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და იდუმალი ბანკის გაქურდვის ი... საბერძნეთში გრიპის შემთხვევები მატულობს  პატრა: ირინი მურძუკუ სასამართლოში მკაცრი უსაფრთხოების ზომების დაცვით გადაიყვანეს  ვოლოს: 15 წლით თაცვისუფლების აღკვეთა მიესაჯა დედას, რომელსაც არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად ძალადო...
შაბათი, ნოემბერი 7, 2026
საბერძნეთიUncategorized

გვეგონა ცოცხლები ვერ გადავრჩებოდით – Ryanair-ის მგზავრი თვითმფრინავში მომხდარ ინციდენტს იხსენებს

გვეგონა ცოცხლები ვერ გადავრჩებოდით – Ryanair-ის მგზავრი თვითმფრინავში მომხდარ ინციდენტს იხსენებს

Ryanair-ის თვითმფრინავში მომხდარი ინციდენტის შესახებ ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც დაშავებული სერბი მამაკაცის გადარჩენაში მონაწილეობდა, ინციტენტის დეტალებს იხსენებს.

შემთხვევა 10 ივლისს, Ryanair-ის რეისზე FR1879 მოხდა. სალონიკის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავში ძლიერი აფეთქების მსგავსი ხმა გაისმა, რის შემდეგაც სალონის ფანჯარა დაზიანდა და თვითმფრინავში ჰაერის წნევა მკვეთრად შეიცვალა.

ინციდენტის შედეგად 61 წლის სერბი მგზავრი, ლიუბიშა კაროვიჩი, ფანჯრიდან გარეთ გაიტაცა ჰაერის ძლიერმა ნაკადმა. მისი თავისა და მხრების ნაწილი თვითმფრინავის კორპუსის გარეთ აღმოჩნდა, დაახლოებით 20 000 ფუტის სიმაღლეზე. მის მეუღლესა და რამდენიმე მგზავრს მამაკაცის დაჭერა და თვითმფრინავის შიგნით დაბრუნება დასჭირდათ.

ერთ-ერთი მგზავრის, ქალბატონი კირანუსის თქმით, რომელიც კაროვიჩის დახმარებას ცდილობდა, მომხდარი უკიდურესად მძიმე გადასატანი იყო. მისი აღწერით, მამაკაცის სახის ნაწილი ფანჯარას მიეკრო და ძლიერი წნევის გამო პლასტელინივით გამოიყურებოდა.

„უეცრად ძალიან ძლიერი ხმა გავიგე. მალევე ჰაერის ძლიერი ტალღა წამოვიდა. თავი მარჯვნივ მივაბრუნე და დავინახე ადამიანი, რომლის სხეულის ზედა ნაწილი ფანჯრიდან გარეთ იყო. მთელი თვითმფრინავი ქაოსმა მოიცვა“, — იხსენებს მგზავრი.

მისივე თქმით, თვითმფრინავში მყოფი ადამიანები შეშინებულები იყვნენ, ზოგი ტიროდა, ზოგი ლოცულობდა და ბევრს ეგონა, რომ ცოცხალი ვერ გადარჩებოდა. კირანუსმა მამაკაცის უკან შემოყვანა საკუთარი ძალებით სცადა, თუმცა ვერ შეძლო და დახმარება ითხოვა. საბოლოოდ, რამდენიმე მგზავრის ერთობლივი ძალისხმევით, დაშავებული მამაკაცი სალონში დააბრუნეს.

ინციდენტის შედეგად თავად კირანუსმაც მიიღო დაზიანებები. ხელზე ტრავმა, სმენისა და სუნთქვის პრობლემები, ასევე ფსიქოლოგიური ტრავმა.

ინციდენტის შემდეგ ფრენის მგზავრები იურიდიული ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ. მათი ადვოკატების განცხადებით, ისინი კომპენსაციის მოთხოვნით აშშ-ს სასამართლოებს მიმართავენ. მათი მთავარი მიზანი პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულება და მსგავსი შემთხვევის მომავალში თავიდან აცილებაა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *