დაფნი: საბავშვო ბაღში საკვებში ძმრის ნაცვლად ჭურჭლის სარეცხი საშუალება ჩაასხეს
დაფნი: საბავშვო ბაღში საკვებში ძმრის ნაცვლად ჭურჭლის სარეცხი საშუალება ჩაასხეს
ათენის დაფნის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღში ბავშვებისთვის მომზადებულ საკვებში ძმრის ნაცვლად ჭურჭლის სარეცხი საშუალება გამოიყენეს.
მშობლების ინფორმაციით, რამდენიმე ბავშვს ინციდენტის შემდეგ გარკვეული სიმპტომები გამოუვლინდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები გამოიძახეს და შხამების ცენტრს დაუკავშირდნენ. ბავშვები და თანამშრომლები საავადმყოფოში გადაიყვანეს სამედიცინო შემოწმებისთვის.
წინასწარი ინფორმაციით, შეცდომა საკვების მომზადებისას მოხდა. თანამშრომელს ძმარი ჭურჭლის სარეცხ საშუალებაში აერია. შემთხვევამ მშობლების შეშფოთება გამოიწვია, რომლებიც ინციდენტის სრულ გამოძიებას ითხოვენ.
შემთხვევის შემდეგ მუნიციპალიტეტმა თანამშრომელი, რომელმაც საჭმელი მოამზადა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ჩამოაშორა, ბაღის სამზარეულო დალუქა და საქმის გარემოებების დასადგენად ოფიციალური ადმინისტრაციული გამოძიება დაიწყო.
მუნიციპალიტეტის ოფიციალური ინფორმაციით, ბავშვებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ყველა მათგანი საავადმყოფოდან გაწერილია.
