თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
საბერძნეთის პოლიციამ თივაში, შაბათს დილით ინდოეთის მოქალაქის სასტიკად ცემის საქმეზე სამი ადამიანი დააკავა. ორი ალბანური წარმოშობის მამაკაცი და ერთი ბერძენი.
ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტი დაახლოებით დილის 6 საათზე, დირკის ქუჩაზე მოხდა.
დაზარალებულმა გაქცევა და თივას ცენტრალური საფეხმავლო ქუჩისკენ წასვლა სცადა, თუმცა, პოლიციის ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელები მას გაეკიდნენ, დაიჭირეს და ისევ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
საქმეზე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ, მათ შორის ვიდეოკადრების გამოყენებით, სამი ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება შეძლო. ისინი კვირას დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული თივას საფეხმავლო ქუჩაზე მდებარე სახლში ცხოვრობდა.
პოლიცია ინციდენტის დეტალებსა და თავდასხმის შესაძლო მიზეზებს იძიებს.
