Latest news
მარღარიტა პაპანდრეუ 103 წლის ასაკში გარდაიცვალა მეტროსადგურები კორიდალოსი და მანიატიკა დღეს 15:30 საათზე დაიკეტება სინდაღმას მეტროსადგურზე მხედველობის პრობლემის მქონე პირებისთვის ბრაილის რუკა განთავსდა რატომ მიიღეს გიორგოს მაზონაკისის მკვლელობაში ბრალდებული ექიმების იზოლირებულ საკნებში განთავსების გად... ხანია: გაკვეთილის მსვლელობის დროს სკოლის ფანჯარას ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს რულა პისპირიგუს სასამართლო პროცესი 2027 წლის 2 აპრილამდე გადაიდო მაზონაკისის სახლში ჩხრეკა ჩატარდა ირაკლიო: 54 წლის კაცმა ფსიქიატრიული კლინიკიდან გაწერიდან რამდენიმე საათში თავი მოიკლა ΕΟΦ-ის პრეზიდენტი მაზონაკისის გარდაცვალების საქმეზე კომენტარს აკეთებს დომნა მიხაილიდუ: მშობლებს ვაძლევთ ვაუჩერებს, რათა შვილების საბავშვო ბაღებში მიყვანა შეძლონ
პარასკევი, სექტემბერი 18, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მაზონაკისის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

მაზონაკისის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

საბერძნეთის პოლიციამ მომღერალი გიორგოს მაზონაკისის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული სეიფის შესახებ ახალი დეტალები გაავრცელა.

პოლიციის პრესსპიკერმა კონსტანტია დიმოღლიდუმ პარასკევს, 18 სექტემბერს, ტელეკომპანია Mega-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მომღერლის გარდაცვალების შემდეგ გამოძიება მალევე დაიწყო. მისი თქმით, მაზონაკისის სახლში ჩხრეკა პროკურორის თანდასწრებით ჩატარდა და სამართალდამცავმა ორგანოებმა სახლში აღმოჩენილი სეიფის გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს.

მისივე განმარტებით, საცხოვრებელში ჩხრეკის ჩატარების მიზანი იყო იმის დადგენა, არსებობდა თუ არა რაიმე ნივთი ან სხვა მტკიცებულება, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო მომღერლის გარდაცვალების გარემოებების გამოძიებასთან.

პოლიციის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ გარდაცვლილის პირადი ნივთები შესაბამის უწყებას გადაეცემა.

ამ დროისთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის შედგენის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მისი დასრულებისთვის საჭიროა ტოქსიკოლოგიური და ჰისტოლოგიური კვლევების შედეგები.

დიმოღლიდუმ ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სპეციალური მოწყობილობის მუშაობის პრინციპის გაშიფვრა, რაც საქმის შემდგომი შესწავლის პროცესს მნიშვნელოვნად დაეხმარება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *